მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადრე თუ გვიან სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება.
„არ ვიცი როდის, მაგრამ სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. იდეა ჯერაც ცოცხლობს და გარკვეული დრო დასჭირდება მის რეალიზებას. ალბათ მაშინ ფეხბურთელი უკვე აღარ ვიქნები.
ახლანდელი გადასახედიდან, ეკონომიკური თვალსაზრისით, ინგლისური პრემიერლიგა ყველაზე მდიდარია. წლების განმავლობაში მათ ყველაფერი მოიგეს. მაგრამ, ღვთის მადლით, კიდევ დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ხელფასზე არ ფიქრობენ“, – ამბობს გერმანელი შუახაზელი.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
