რადიო Kiss Kiss Napoli იტალიელ მსმენელს აუწყებს, რომ „ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „იუვენტუსსაც” უნდოდა. რადიო აგენტ ჯენარო დი ნარდოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც კვარასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდა.
დი ნარდო: „ის უნივერსალური ფეხბურთელია, ადაპტაციის დიდებული უნარი აქვს. ყველაფერი კარგად მიდის. „ნაპოლიმ” ნამდვილად იყოჩაღა კვარაცხელია რომ შეიძინა. როდესაც შეამჩნიეს, ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, რუსეთის ლიგა კი მეორეხარისხოვანი არ გახლავთ. კვარაცხელია 2001 წელს არის დაბადებული, მისი ორგანიზმი ჯერაც ყალიბდება. ლუჩანო სპალეტის ხელში მას შეუძლია ტაქტიკურად გაიზარდოს.
„იუვენტუსთან” დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ ფაბიო პარატიჩის (ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ერთი ხნის წინ „იუვენტუსის” მთავარ საფეხბურთო ოფიცრად მუშაობდა, ახლა კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” დირექტორია) ის შემჩნეული ჰყავდა და მოლაპარაკებებსაც წარმატებით აწარმოებდა, მაგრამ ჩემი აზრით რაც მოხდა ხვიჩასთვის უმჯობესია”.
შემდეგ დი ნარდო ასახელებს სხვა პერსონაჟებს, მავან ძაკარდოს, ჯიუნტოლისა და მიჩელს.
„პირველი, ვინც კვარაცხელია შეამჩნია იყო ძაკარდო. შემდეგ ჩვენ ჯიუნტოლისა და მიჩელს შევხვდით. იმ დროს ქართველი „რუბინში” უკვე იქცევდა ყურადღებას და მისი ყიდვით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. „ნაპოლიმ” ოპერატიულად იმოქმედა და ყველას აჯობა. ნეაპოლელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური ედით ჯიბეში. მოლაპარაკებების დროს სპალეტი პირადად შეხვდა კვარაცხელიას”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
