გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს...
ჭდე: იუვენტუსი
სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელი გახდება
ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს. უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი...
ილდიზი მადრიდში ჩადის
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი თვენახევრის დახურულია, მაგრამ „რეალი’’ გამალებულ მუშაობას არ წყვეტს. მადრიდელებს პრინციპად აქვთ, რომ გუნდი ყოველ წელიწადს უნდა ძლიერდებოდეს. მათ კარგად მოეხსენებათ – საუკეთესო ფეხბურთელების შეძენაში მთავარი კონკურენტები პრემიერლიგის კლუბები არიან და წინასწარ ემზადებიან. „ყველაფერზე მნიშვნელოვანი ძლიერი შემადგენლობის ყოლაა. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვცდილობ და ბევრი ტიტული რომ მოვიგეთ ძლიერი ფეხბურთელებით არის განპირობებული....
შხამიანი ჟორჟი
„მან იცის შხამიანი კბენა. გაიტანა და კიდევ შეძლო. საჯარიმოში არ ორჭოფობს. მეორე ტაიმი პირველზე უარესი გამოუვიდა’’, ― ასე დაახასიათა ჟორჟ მიქაუტაძე AS-მა წერილში, რომელიც „ვილიარეალის’’ ფეხბურთელებს მიეძღვნა: ესპანურმა გუნდმა „იუვენტუსთან’’ 2:2 ითამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა. 36 გუნდიან ცხრილში, რომელსაც „ბაიერნი’’ ლიდერობს „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ 26-ე ადგილზეა. მასპინძლები პირველი ტაიმის...
იუვე ტრამპმა მიიღო
რა არ ხდება! ამერიკაში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფი ტურინის „იუვენტუსი’’ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ესტუმრა. როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესახებ ლაპარაკობდა, უკან კი „ბებერი ქალბატონის’’ ფეხბურთელები ედგნენ. ოვალურ კაბინეტში აგრეთვე იყვნენ მწვრთნელი იგორ ტუდორი, გენერალური მდივანი ჯონ ელკანი, „შავ-თეთრების’’ სხვა მაღალჩინოსნები და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ტრამპს თავიდან ელკანის...
შესაძლოა ოსიმენი ილდიზს პლუს ფულში გაიცვალოს
სერია A-ს სეზონს ინტრიგა ბოლომდე შერჩა: ვინ გახდება ჩემპიონი „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? დღეს მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მაგრამ ნეაპოლური კლუბის სპორტული მენეჯერი ჯოვანი მანა თავის საქმით არის დაკავებული: 2025-26 წლების სეზონზე ფიქრობს. მან უნდა შეადგინოს გასაყიდ და შესაძენ ფეხბურთელთა სრული სია, რათა გაყიდვებიდან მიღებული ფულით ყიდვა დააფინანსოს. „ნაპოლის’’ სატრანსფერო ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიქტორ ოსიმენის...
გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული....
კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი
ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს „ნაპოლის’’ დატოვებს და არ არის გამორიცხული, მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისმა ფედერიკო კიეზა მიიყვანოს. მაგრამ, სად არის კიეზა, რომელიც წინა წლებში „იუვენტუსში’’ თამაშობდა, ბოლოხანს კი თვალსაწიერიდან გაქრა? გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში’’ გადავიდა, ოღონდ ტრანსფერმა არ გაამართლა. მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი კიეზაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჰოლანდიელმა იტალიელი ფლანგელი ძვირადაც არ...
დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა
„იუვენტუსის’’ ბრაზილიელი მცველი დანილო ტურინელთა მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის. როდესაც მისი თანამემამულე გლეისონ ბრემერი დაშავდა მას თითქოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსი მიეცა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. დანილოს ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აქვს და კლუბისგან თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს. მას ზაფხულამდე მოცდა არ უნდა, იანვარშივე სურს ახალ კლუბში გადასვლა. ცხადია, 33 წლის მცველი ბოლო...
იყიდება რასპადორი
„ნაპოლის’’ თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის შეძენით „რომა’’ და „იუვენტუსი’’ დაინტერესდნენ. რომაული და ტურინული კლუბები „პარტენოპეელებს’’ ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ. ასე მაგალითად, „რომა’’ „ნაპოლის’’ რასპადორის სანაცვლოდ თავის კაპიტანს ლორენცო პელეგრინის სთავაზობს, მაგრამ როგორც იტალიური საიტები წერენ ჯერ დასადგენია სურს თუ არა თავად პელეგრინის დედაქალაქის დატოვება. თუ სურს, მაშინ მხარეებს უკვე ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზე შეუძლიათ მუშაობა. რაც შეეხება „იუვენტუსს’’,...









