ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” ტურინში გამართული და ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ მიიღო. საკუთრივ შეხვედრა პორტალმა calciomercato-მ მოკლედ ასე დაახასიათა: ეს იყო თამაში მწვრთნელებს, ტიაგო მოტას და ანტონიო კონტეს შორის, რომელშიც ყველა ვარსკვლავმა (ვლაჰოვიჩმა, ლუკაუმ თუ კვარაცხელიამ) მოლოდინი გაგვიცრუა და ყველა შეცვალეს. რასაკვირველია, მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ...
ჭდე: იუვენტუსი
სარი: სიყვარულის გამო ნაპოლის ვირჩევ
მაურიციო სარიზე ამბობენ, რომ ის შეიძლება „მილანის” შემდეგი მწვრთნელი გახდეს. მანამდე კი „ლაციოს”, „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ნაპოლისა” და „ემპოლის” ყიფილმა თავკაცმა ალფრედო პედულას YouTube არხს მისცა ინტერვიუ, სადაც „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” დღევანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: …გუნდები ახლა ეცნობიან ერთმანეთს. ზაფხულში ისინი ერთმანეთთან სატრანსფერი თამაშებში იყვნენ ჩართულები. როგორც „იუვეზე” ასევე „ნაპოლიზე” მკაფიო შეხედულების შექმნა ჯერ ადრეა,...
კონტემ დი ლორენცოს პირადად დაურეკა, მაგრამ…
„ნაპოლის” კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე” დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია”. ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცო ტურინულ კლუბს უკვე ელაპარაკა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი...
კიეზამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
გარემარბი ფედერიკო კიეზა არ შედის „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში. ტურინულმა კლუბმა შესაძლოა 26 წლის იტალიელის გაყიდვა განიხილოს. კიეზას სამსახურით „რომა“ დაინტერესდა, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია „იუვენტუსის“ საწვრთნელ შეკრებაზე წავიდეს და ახალი მწვრთნელის დარწმუნება სცადოს. გასულ სეზონში კიეზამ 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ „ფიერენტინა“ 2022 წლის...
ლაკონიურად: 1982
გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის” მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. პოსტი „ინტერის” ორი დღის წინანდელ გაჩემპიონებას მიეძღვნა და, როგორც იტალიაში ამბობენ, „იუვეს” გულშემატკივრებს გული მოფხანა. ზოგადად,...
ჯუნტოლი მანას ნეაპოლში უშვებს
„ნაპოლიმ” მომავალი სეზონისთვის საფუძველის ჩაყრა დაიწყო. გუშინ გავრცელებული ხმა, რომ „პარტენოპეელთა” სპორტულ დირექტორად ჯოვანი მანა იმუშავებს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომაც დაადასტურა. ის წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მანასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მანა 35 წლისაა. ის „იუვენტუსში” მუშაობს. კარიერა 2013-14 წლებში დაიწყო, როდესაც „ფორლიში” გუნდის ორგანიზატორად მოეწყო. შემდეგ სეზონში ის „კიასოში” გუნდის მენეჯერის ფუნქციას...
საშიში მსაჯები
მართალია „ნაპოლის” კარს უკვე სერია A-ს მომდევნო თამაში მოადგა, მაგრამ ლაპარაკი ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა, არ წყდება. რადიო Kiss Kiss-ის ჟურნალისტი კარლო ალვინოც გასული შეხვედრის თემას დაუბრუნდა. მან „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი გამონათქვამები გაიხსენა და შეაფასა: „მაშ, „იუვენტუსი” გამარჯვებას იმსახურებდა? მაშ, ალეგრი ამბობს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლიზე” მეტი...
დე ლაურენტისი იუვენტუსს ვერ ერევა
ფიფამ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს 2025 წლისთვის დანიშნულ, ახალი ფორმატის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და თავის ოფიციალურ X პლატფორმაზე (ეს სოციალური ქსელი ადრე „ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი) ჩამოთვალა გუნდები, რომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კარგა ხანია დადგენილია, რომ იტალია წარდგენილი იქნება ორი კლუბით. ამ ორიდან ერთი იქნება „ინტერი”, მეორე კი „იუვენტუსს”, „ნაპოლისა” და...
როგორ მოუგო ნაპოლიმ იუვენტუსს?
„ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. ნეაპოლელთათვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც „აძურის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის აჯობა. მიუხედავად ამისა, არ მთავრდება ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონი” იღბლის წყალობით დაამარცხა. ზოგმა მიმომხილველმა დაწერა, რომ რეალურად ტურინელები… დუშან ვლაჰოვიჩმა დაამარცხა, რომელმაც მასპინძლების კართან რამდენიმე საგოლე მომენტი გაუშვა...
ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო
„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში...









