„ნაპოლიმ” მომავალი სეზონისთვის საფუძველის ჩაყრა დაიწყო. გუშინ გავრცელებული ხმა, რომ „პარტენოპეელთა” სპორტულ დირექტორად ჯოვანი მანა იმუშავებს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომაც დაადასტურა. ის წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მანასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
მანა 35 წლისაა. ის „იუვენტუსში” მუშაობს. კარიერა 2013-14 წლებში დაიწყო, როდესაც „ფორლიში” გუნდის ორგანიზატორად მოეწყო. შემდეგ სეზონში ის „კიასოში” გუნდის მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა, 2015-19 წლებში კი „ლუგანოში” ჯერ მენეჯერი იყო, შემდეგ ლიდერი, ბოლოს კი ფეხბურთის დირექტორი.
2019-20 წლების სეზონში მანას სამსახურით „იუვენტუსი” დაინტერესდა — ტურინელებმა ის ცხრამეტწლამდელთა აკადემიის მენეჯერად აიყვანეს. 2020-21 წლების სეზონიდან კი მანას „ბებერი წალბატონის” 23-წლამდელებიც ჩააბარეს.
„იუვეს” ტექნიკურმა დირექტორმა, ტურინში ნეაპოლიდან გადაბარგებულმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ნაპოლისა” და მანას შეთანხმების შესახებ იცის და უმცროს კოლეგას „მარადონაზე” გადაბარგების ნება დართო. დი მარცო ამბობს, რომ მხარეები კონტრაქტზე ხელის მოწერასღა ელოდებიან. ამასობაში კი „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ვინჩენცო იტალიანო ლიდერობს. იტალიანო, მოგეხსენებათ, „ფიორენტინას” უდგას სათავეში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
