ფიფამ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს 2025 წლისთვის დანიშნულ, ახალი ფორმატის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და თავის ოფიციალურ X პლატფორმაზე (ეს სოციალური ქსელი ადრე „ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი) ჩამოთვალა გუნდები, რომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კარგა ხანია დადგენილია, რომ იტალია წარდგენილი იქნება ორი კლუბით. ამ ორიდან ერთი იქნება „ინტერი”, მეორე კი „იუვენტუსს”, „ნაპოლისა” და „ლაციოს” შორის უნდა აერჩიათ, მაგრამ წუხელ „ბაიერნმა” რომაელებს 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა (პირველი შეხვედრა 0:1) და ტურინელებს კონკურენტად ხვიჩა კვარაცხელიას „აძურიღა” დარჩათ. მანამდე კი ფიფამ მკაფიოდ დაწერა:
„თუ „ნაპოლი” და „ლაციო” ევროთასების შემდეგ ეტაპზე ვერ გავლენ, ფიფას კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას „იუვენტუსი” მიიღებს”.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი” „ბარსელონას” ხვდება. მერვედფინალის პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 12 მარტს ბარსელონაში გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ რაც გინდა მოხდეს, 2025 წლის კლუბთა მუნდიალში თამაშს „ნაპოლი” იმსახურებს. როგორც გაირკვა, ფიფა დე ლაურენტისს მოსაზრებებს კატეგორიულად არ იზიარებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
