გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის” მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. პოსტი „ინტერის” ორი დღის წინანდელ გაჩემპიონებას მიეძღვნა და, როგორც იტალიაში ამბობენ, „იუვეს” გულშემატკივრებს გული მოფხანა.
ზოგადად, იტალიაში ერთმანეთს ფრიად ორიგინალური ფორმით ულოცავენ წარმატებას. ასევე მოიქცა ანიელიც, რომელმაც თავის ტვიტში რომაული რიცხვებით დაწერა XVI.V.MCMLXXXII, რაც 1982 წელს ნიშნავს.
რა მოხდა 1982 წელს? იმ წელიწადს „იუვენტუსმა” მეოცედ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული და მაისურზე მეორე ვარსკვლავი გამოისახა. ანუ, ის, რაც „ინტერმა” ორშაბათს შეძლო, „ბებერმა” ქალბატონმა 42 წლის წინ გააკეთა.
ანიელის ტვიტს 15 ათასი მოწონება და ექვს ათასზე მეტი კომენტარი აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
