ლივერპულის საიტი This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლას ითხოვს. მიზეზი: მის მიმართ ინტერესი „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ გამოიჩინეს.
პორტალის მტკიცებით ბარკოლა ამ ზაფხულს მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუ მას ვერ შეიძენენ, მაშინ „წითლები“ „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი შემტევის იან დიომანდეს ყიდვას მოინდომებენ.
talkSPORT-ის მიმომხილველი ალექს კრუკი ამბობს, რომ ფრანგმა პარიზელებს წასვლის სურვილი უკვე გაუმხილა. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მისი და პსჟ-ს მოლაპარაკებები შეჩერებულია. This is Anfield გვარწმუნებს, რომ როდესაც „ლივერპულზე“ ლაპარაკობს კრუკის ნდობა შეიძლება.
თავის მხრივ „პარი სენ ჟერმენი“ აცხადებს, რომ ბარკოლა არ იყიდება. თუ საფრანგეთის ჩემპიონი მისი გაყიდვას დაუშვებს, ეს მხოლოდ მას მერე მოხდება რაც თავად შეიძენს ახალ გარემარბს. ახალი გარემარბი კი შეიძლება იყოს უკვე ნახსენები დიომანდე ან მონაკოელი მაგნეს აკლიუში.

თუ მაგალითად აკლიუში „პარკ დე პრენსზე“ გადავა, მაშინ პსჟ-მ ბარკოლა შეიძლება მართლა გაყიდოს.
რამდენიმე დღის წინ ფრანგული „ეკიპი“ წერდა, რომ თუ ლუის ენრიკე 23 წლის ბარკოლას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის გარანტიას არ მისცემს ის წავა. საფრანგეთის ნაკრების წევრს ბუნებრივია სასტარტო შემადგენლობა და მუდმივი პრაქტიკა სჭირდება. ბოლო დროს ის როგორც პსჟ-ში ასევე საფრანგეთის ნაკრებში სათადარიგოთა სკამზე ზის.
ამჟამად ბარკოლა მსოფლიოს ჩემპიონატზეა და მისი ტრანსფერის ამბავი უფრო ზაფხულის მიწურულს გადაწყდება.
This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „ლივერპულისთვის“ საუცხოო დანამატი იქნება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კოდი გაკპო წასვლას აპირებს. „წითლების“ ბევრი ქომაგი ამბობს, რომ მო სალაჰისა წასვლისა და უგო ეკიტიკეს სერიოზული ტრავმის გამო „ლივერპულმა“ ბარკოლაც უნდა იყიდოს და დიომანდეც.
რასაკვირველია მერსისაიდელებს ჰყავთ რიო ნგუმოა, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და მისი ზედმეტად დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
