ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს.
უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცოს ინფორმაციით ტოსკანელი მწვრთნელის კანდიდატურას „იუვეს’’ მენეჯმენტის წევრთა უმეტესობამ დაუჭირა მხარი. ამბობენ, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს 2026 წლის ივნისამდე დროებითი კონტრაქტის გაფორმებაზე, რასაც თუ გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს მოიპოვებს, მისი ავტომატური განახლება მოჰყვება.
კონტრაქტი შეიძლება დღესაც გაფორმდეს. ახალ მწვრთნელს კლუბი ალბათ ხვალ, ხუთშაბათს წარადგენს. შესაძლოა სპალეტი დღეს „იუვენტუსისა’’ და „უდინეზეს’’ შეხვედრას დაესწროს, რომელშიც „შავ-თეთრებს’’ მასიმო ბრამბილა უხელმძღვანელებს. ბრამბილა სერია C-ს B ჯგუფის გუნდის „იუვენტუს Next Gen’’-ის თავკაცია და დიდი „იუვეს’’ დროებით თავკაცობასაც ითავსებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
