სუპერლიგის ყბადაღებული პროექტი ჩაფლავდა. გასულ შაბათს მასზე „ბარსელონამ’’ თქვა უარი, ახლა კი „რეალიც’’ შეუერთდა. ოთხშაბათს მადრიდელებმა გაავრცელეს განცხადება რომელშიც წერია, რომ უეფასთან პრინციპულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და როგორც კი ის საბოლოო დოკუმენტად გადაიქცევა, ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებულ ყველანაირ ლაპარაკს წერტილი დაესმება. „მრავალთვიანი დისკუსიის შედეგად, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ითვალისწინებდა უეფა, ევროპის საფეხბურთო კლუბების გაერთიანება და „რეალი’’...
ჭდე: სუპერლიგა
ინგლისი იოლად არ დათმობს
გუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება...
ალ-ხელაიფს სუპერლიგა არ აშინებს
პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, სუპერლიგაზე არ უნდა ვისაუბრო. ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ კლუბი, გავაუმჯობესოთ შედეგები. იმუშავე საკუთარ თავზე, უკეთესობაზე, გუნდურად თამაშზე – ეს არის მთავარი. მომავალ კვირას ახალი განცხადებები გაკეთდება. ამის შესახებ სიახლეებს იხილავთ საფეხბურთო სამყაროში“, – ციტირებს...
კროოსი: სუპერლიგა აუცილებლად იქნება
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადრე თუ გვიან სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. „არ ვიცი როდის, მაგრამ სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. იდეა ჯერაც ცოცხლობს და გარკვეული დრო დასჭირდება მის რეალიზებას. ალბათ მაშინ ფეხბურთელი უკვე აღარ ვიქნები. ახლანდელი გადასახედიდან, ეკონომიკური თვალსაზრისით, ინგლისური პრემიერლიგა ყველაზე მდიდარია. წლების განმავლობაში მათ ყველაფერი მოიგეს. მაგრამ, ღვთის მადლით, კიდევ დარჩნენ ფეხბურთელები,...
ჩეფერინი სუპერლიგამ დაღალა
როგორც ირკვევა, ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ „ინტერმა“ დატოვა. მილანური კლუბი ერთადერთია, რომლის ხელშეკრულებაშიც იყო პირობა ტურნირის დატოვების შესახებ. სხვა 12 დამფუძნებელი კლუბიდან ასეთი შესაძლებლობა არავის ჰქონდა. შედეგად, სხვა 11 კლუბი ჯერ ისევ სუპერლიგის წევრები არიან. არადა, ტურნირიდან გასვლის შესახებ ყველამ საჯაროდ გამოაცხადა. ეს ყველაფერი ისევ აღიზიანებს უეფას პრეზიდენტ ალეკსანდრ ჩეფერინს. „სუპერლიგის ხსენებით უკვე დავიღალე. როდესაც...
ევროპამ სუპერლიგა იუარა
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-მა წერილობით აცნობა ევროსაბჭოს სასამართლოს, რომ საფეხბურთო სუპერლიგის წინააღმდეგნი არიან. ეს მადრიდის სასამართლოს მოთხოვნით მოხდა, რომელიც დაინტერესდა, აქვთ თუ არა ფიფას და უეფას მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება. სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ესპანეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენელ სამ კლუბსაც (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) დღემდე არ უთქვამს უარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე. ელოდებიან, რომ...
უეფა დათმობას არ აპირებს
უეფა დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის მოთავე აჯანყებულ კლუბებს სასამართლოში მაინც დაამარცხებს. ალექსანდერ ჩეფერინი და მისი ორგანიზაცია არ აპირებენ დაემორჩილონ მადრიდის სასამართლოს, რომელმაც პარასკევს ბრძანა, რომ ყველა სანქცია, რომელიც უეფამ აჯანყებულ კლუბებს დააკისრა, უსამართლოა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. მადრიდის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გასაუქმებელია ყველა სასჯელი, რომელიც უეფამ არა მხოლოდ მთავარ მოჯანყეებს,...
ევროპის სასამართლომ სუპერლიგა გააცოცხლა
სანამ „ბებერი კონტინენტის” სპორტული საზოგადოება ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიადაშია ჩართული, „ბარსელონამ”, „რეალმა” და „იუვენტუსმა” სასამართლოში პირველი დავა მოიგეს და ევროპის სუპერლიგის აღდგენაზე დაიწყეს ფიქრი. საყურადღებოა, რომ სასამართლოში საქმე უეფამ აღძრა. გაზაფხულზე, როდესაც ევროპული კლუბების ჯგუფმა „აჯანყება მოაწყო” და სუპერლიგის დაფუძნება გადაწყვიტა, უეფამ მათ უჩივლა და ჯარიმებიც დააკისრა. გეხსომებათ, რომ თორმეტი „აჯანყებული” კლუბიდან ცხრამ...
რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა
„რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმა” უეფას კონტრშეტევა მოუწყვეს. გუშინ გაგაცანით უეფას გადაწყვეტილება, დასაჯოს სუპერლიგის დამფუძნებელი ეს სამი კლუბი, თუმცა სამეული არ შეშინდა და საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადების ყველაზე მძაფრი მონაკვეთი მისი ბოლო წინადადებაა: „ფეხბურთს ან რეფორმას ჩავუტარებთ ან მისი გარდაუვალი დაცემის მოწმეები გავხდებით”. „რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” განცხადებაში რამდენჯერმე უსვამენ ხაზს, რომ ეს სამი საფეხბურთო ინსტიტუტი...
რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან
უეფას ცნობით, ევროპის სუპერლიგის შექმნისა და არსებული საფეხბურთო სტრუქტურების დარღვევის მცდელობის გამო იწყება „რეალის”, „ბარსელონას” და „იუვენტუსის” სადისციპლინო პროცესი. თავიდან, სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი მონაწილეობდა, მაგრამ ამ სამის გარდა ყველამ უკან დაიხია და უეფას ხელახლა შეჰფიცა ერთგულება. შესაბამისად, დასასჯელი ეს სამეულია. უეფას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მისმა ეთიკისა და სადისციპლინო საკითხთა ექსპერტებმა ჩაატარეს „ეგრეთწოდებულ სუპერლიგასთან”...








