
უეფა დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის მოთავე აჯანყებულ კლუბებს სასამართლოში მაინც დაამარცხებს.
ალექსანდერ ჩეფერინი და მისი ორგანიზაცია არ აპირებენ დაემორჩილონ მადრიდის სასამართლოს, რომელმაც პარასკევს ბრძანა, რომ ყველა სანქცია, რომელიც უეფამ აჯანყებულ კლუბებს დააკისრა, უსამართლოა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ სანქციების გაუქმებას არ აპირებს.
მადრიდის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გასაუქმებელია ყველა სასჯელი, რომელიც უეფამ არა მხოლოდ მთავარ მოჯანყეებს, „ბარსელონას“, „რეალს“ და „იუვენტუსს“, არამედ ინგლისურ და იტალიურ კლუბებსაც დააკისრა.
საქმე ახლა ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის სასამართლომ უნდა გაარჩიოს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ლუქსემბურგის სასამართლო აპირებს შეისწავლოს უეფას უფლება-მოვალეობანი. მავანთ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩეფერინის სამსახური ევროპული ფეხბურთის სრული და უსამართლო მონოპოლისტია.
ესპანური ლა ლიგის გაოცებულმა პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტვიტერში ასე დაწერა:
„მოსამართლემ თქვა, რომ 12 კლუბიდან ერთმაც კი არ თქვა უარი სუპერლიგაში მონაწილეობაზე. მისი მტკიცებით, პროექტი უკლებლივ ყველა გუნდის მონაწილეობით გრძელდება, ხოლო ის განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს, საკმარისი არგუმენტი არ არის“.
აქ, ლაპარაკია ცხრა კლუბის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებაზე, სადაც მათ სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
