მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ლიგაში ალ-ნასრის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„საუდის არაბეთის ლიგა სასაცილო ადგილია, რადგან კრიშტიანუს მისვლამდე არავის სმენია მათ შესახებ და ახლა ისინი პატივს არ სცემენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პირდაპირ გეტყვით: თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ამ ლიგას არავინ უყურებს“, – თქვა გერმანელმა თავის პოდკასტში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილოა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის პოლიტიკით, რომელიც ფლობს კლუბებს „ალ-ნასრს“, „ალ-იტიჰადს“, „ალ-ჰილალს“ და „ალ-აჰლის“. მედიის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა „ალ-ნასრის“ ზამთარში განხორციელებული ტრანსფერებითაც.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
