ნოვაკ ჯოკოვიჩის 21-ე დიდი სლემის ტურნირი… მეტი მხოლოდ რაფა ნადალს აქვს – 22… სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი კარიერაში მეშვიდედ მოიგო, აქიდან ზედიზედ მეოთხედ… მეტი მხოლოდ დიდ როჯერს აქვს – 8.
თავის მორიგ ტიტულს ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის ძლევით დაეუფლა. ნოლემ მეტოქე ოთხ სეტში – 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა.
ავსტრალიელის ყუმბარისებურ ჩაწოდებებს ჯოკოვიჩმა პირველ სეტში ვერაფერი მოუხერხა, მერედამერე კი მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მეორე-მესამე სეტში თითო ბრეიკის შესრულებით დაწინაურდა კიდეც.
კირგიოსი ანერვიულდა, თუმც თამაში არ დაუკარგავს და ავად თუ კარგად მეოთხე სეტი ტაი ბრეიკამდე მიიყვანა. მიიყვანა მაგრამ რად გინდა, ნოლე 5:1 დაწინაურდა და ასეთი უპირატესობის ხელიდან გამშვები რომ არ იყო, ბავშვისთვისაც ცხადი გახლდათ. საბოლოოდ 7:3 და ზღვა სიხარულისა – ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის გამარჯვებულია!

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
