სინერს ზვერევი დახვდა

სინერს ზვერევი დახვდა

„უიმბლდონზე“ ვაჟთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კვირას, ცენტრალურ კორტზე „როლან გაროსის“ ბოლო გამარჯვებული, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი ითამაშებენ.

ნახევარფინალში ზვერევის მეტოქე ტურნირის მოულოდნელობა, არტურ ფერი იყო. ბრიტანელმა გერმანელს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, რომელიც ზვერევმა ტაი-ბრეიკზე მოიგო – 7:6. მეორე და მესამე სეტში კი ზვერევმა მარტივად იმარჯვა – 6:2; 6:4.

სინერის მეტოქე კი ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო. აქ უკვე ძველმა კლასმა და ოსტატობამ თავისი ვერ გაიტანა და ბევრად ახალგაზრდა სინერმა თითო სეტში თითო ბრეიკი იკმარა და სამ სეტში მოიგო – 6:4; 6:4; 6:4.

ქალთა ფინალი ჩეხური იქნება. ტიტულისთვის ერთმანეთს კაროლინა მუხოვა და ლინდა ნოსკოვა შეეცილებიან. მუხოვამ ნახევარფინალში ამერიკელი კოკო გაუფი დაამარცხა – 6:2; 1:6; 7:6.

​ხოლო ნოსკოვამ უკრაინელ მარტა კოსტიუკს ორ სეტში 6:4, 6:4 სძლია. ნოსკოვამ ორივე სეტში მეათე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მუხოვაზე ასე გავიდა. ორივე ჩეხი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში პირველად ითამაშებს. მათი ჯახი 11 ივლისს შედგება.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.