საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშება იტალიასთან მარცხით დაიწყო და ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან აპენინელები უდავო ფავორიტებად მიიჩნევიან.
რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი 12:18 დამარცხდა. ორი მეოთხედი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენები მეტოქეს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩებოდნენ – 5:7. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა სამი ბურთით მოიგეს და ნათელი გახდა, რომ სოლიდური სხვაობის გაბათილება გაგვიჭირდებოდა. ის კი არა, ბოლო მეოთხედიც დავთმეთ და ანგარიშსაც საბოლოო სახე მიეცა.
ეს იყო მეოთხედფინალური მატჩი. ცხადია, ჩვენები მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ, მაგრამ ტურნირს ჯერ არ გამოთიშულან, რადგან 5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ. მეტოქედ კი, მონტენეგრო ეყოლებათ. გუნდი, რომელთან ერთადაც მსოფლიო თასის საგზური მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს. მაშინ ჩვენები ფინალში 17:19 დამარცხდნენ. იქნება რევანში? ამას ხვალ გავიგებთ…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
