28-ე წაუგებელი, 10 მოუგებელი

Home დავთარი 28-ე წაუგებელი, 10 მოუგებელი
28-ე წაუგებელი, 10 მოუგებელი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „იბერიამ“ ისევ გაიმარჯვა. ამჯერად თბილისის „დინამოსთან.“ ერთადერთი ბურთი ამირან ძაგანიამ გაიტანა 70-ე  წუთზე. ეს ძაგანიას პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.

ამისდაკვალად, „იბერია“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია მიმდნარე სეზონში, შაშანდლიდან მოყოლებული კი იბერიელებს 28 მატჩია არ წაუგიათ.

„იბერია 8 ქულით უსწრებს „დილას.“ რომელმაც თრილერი გამართა ერთ-ერთ აუტსაიდერ „საგურალთან – 4:3. მე-18 წუთისთვის სტუმარი წყალტუბოელები 2:0 იგებდნენ გიორგი ფანცულაიასა და ლუკა ხორხელის პენალტებით, მაგრამ გორელები არ შედრკნენ და მაინც გაიმარჯვეს.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
თელავს ზედიზედ 10 თამაში არ მოუგია. კახელები ამჯერად შინ, ბათუმთან 1:2 დამარცხდნენ

ეს „დილას“ მიჯრით მესამე გამარჯვებაა, „სამგურალმა“ კი ზედიზედ მეხუთედ წააგო. წყალტუბოელაგან დუბლი შეასრულა ლუკა ხორხელმა.

ზედიზედ მეხუთედ მოიგო „ტორპედომ“ და „ბათუმთან“ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, რომელმაც „თელავთან“ ექსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზღვისპირელები ბურთების უკეთესო ბალანსის წყალობით დგანან მესამე საფეხურზე. დუბლი მიითვალა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა.

ზედიზედ 10 თამაშია აღარ მოუგია „თელავს.“ შედეგად 12 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა, თუმცა ცხრილის  ქვედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა, ბოლოსწინაზე მყოფ „სამგურალსაც“ 12 ქულა აქვს, მერვე საფეხურზე მდგარ „კოლხეთს“ – 13, ხოლო მეშვიდეზე მყოფ „გარეჯს“ – 14.

დილა 4:3 სამგურალი

0:1 ფანცულაია (6 პენ), 0:2 ლუკა ხორხელი (18 პენ), 1:2 ტიბუე (42), 2:2 ფარულავა (45+3), 3:2 უატარა (78), 4:2 კონტე (89), 4:3 ლუკა ხორხელი (90+2)

იბერია 1:0 დინამო

1:0 ძაგანია (70)

 ტორპედო 2:1 კოლხეთი

1:0 იონსენი (28 პენ), 1:1 მოისწრაფიშვილი (30), 2:1 იონსენი (90+11 პენ)

გაგრა 1:1 გარეჯი

0:1 პაპავა (45 პენ), 1:1 პაპუაშვილი (60)

თელავი 1:2 ბათუმი

1:0 ბაშელეიშვილი (6), 1:1 პაულაუსკასი (44), 1:2 ფოფანა (77)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199930188448:2362
დილა30202850:3062
ტორპედო30148846:3450
დინამო301310741:2549
სამგურალი301151446:4138
ბათუმი309101133:4337
გაგრა301061432:4436
საგარეჯო306121233:3930
თელავი30781527:4829
კოლხეთი30471926:5519

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.