ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა” „ელვერსბერგთან” ფლეი-ოფში ორგოლიანი ჩამორჩენა გამოასწორა: 2:2. დარჩება „ჰაიდენჰაიმი” ბუნდესლიგაში თუ მის ადგილს „ელვერსბერგი” დაიკავებს, საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელებს ერთგვარი აგრესიაც კი შეენიშნებოდათ. მსაჯმა სვენ იაბლონსკიმ პირველ 15 წუთში ბევრი ჯარიმა დანიშნა და ფეხბურთელები სიტყვიერად გააფრთხილა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. მასპინძლებს იმთავითვე შეეძლოთ გოლების გატანა, ვინაიდან სტუმრების დაცვა ცდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, თავისი წილი შანსებით ისარგებლა „ელვერსბერგმა” და 2:0 დაწინაურდა. მიმომხილველები წერენ, რომ ბულგარელი თავდამსხმელი ლუკას პეტკოვი წინა კვირაში დედას დაპირდა, რომ კარში უფრო ხშირად დაარტყამდა და პირობა აასრულა კიდეც – პირველი გოლი მან შეაგდო. მეორე კოსოვოელმა ფისნიკ ასლანიმ დაამატა.
ბუდუ მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მეორე ტაიმში „ჰაიდენჰაიმმა” ინიციატივა იგდო ხელთ და ანგარიში გაქვითა. გოლები მცველმა ტიმ სირსლებენმა და ავსტრიელმა მატიას ჰონსაკმა გაიტანეს. თამაშის ბოლოს ქართველ თავდამსხმელს საგოლე პასის გადაწოდება შეეძლო, მაგრამ დარტყმა ამჯობინა.
საპასუხო მატჩი ორშაბათს 26 მაისს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/10/2026 | 09:10ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
მთავარი ამბავი20/10/2026 | 08:06უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
სიახლეები20/10/2026 | 06:54იამალი: პარიზო, მოვდივარ!
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
