გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის მზადებას იწყებს. ბუნდესგუნდი ნახევარფინალს 4 ივნისს, მიუნხენში პორტუგალიასთან ითამაშებს, 8 ივნისს კი ან შტუტგარტში ითამაშებს მესამე ადგილისთვის, ანაც ისევ მიუნხენში ფინალურ მატჩს ჩაატარებს (23:00). მეორე ნახევარფინალური შეხვედრაში ერთმანთს ესპანეთი – საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ მატჩებისტვის შემადგენლობა დაასახელა. ბუნდესგუნდში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბრუნდება. ტრავმების გამო გუნდში არ იქნებიან ჯამალ მუსიალა და ანტონიო რუდიგერი, ინტერელი იან აურელ ბისეკი კი გუნდს მოგვინებით შეუერთდება, მისი გუნდი ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს „პარი სენ-ჟრმენს“ ეთამაშება.
მეკარეები ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).
მცველები რობერტ ანდრიხი, ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), იან აურელ ბისეკი (ინტერი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მეტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები ქარიმ ადეიმი (დორტუნდი), ნადიმ ამირი (მაინცი), ტომ ბიშოფი (ჰოფენჰაიმი), სერჟ გნაბრი (ბაიენი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), რობინ გოსენსი (ფიორენტნა), პასკალ გროსი (დორტუნდი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ალექსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ანჯელო შტილერი (შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები ნიკლას ფულკრუგი (ვესტ ჰემი), დენის უნდავი (შტუტგარტი), ნიკ ვოლტემადი (შტუტგარტი).
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
