ოუენ ჰარგრივზი ხომ გახსოვთ, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი? მან ეროვნულ გუნდში 42 შეხვედრა ჩაატარა. კარიერა მშობლიურ კანადაში, „კალგარიში“ დაიწყო და „მანჩესტერ სიტიში“ დაამთავრა. ჰარგრივზმა 7 წელიწადი „ბაიერნში“ გაატარა, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმომხილველად მუშაობს. სწორედ მან შეამჩნია, რომ ინგლისსა და საფრანგეთს შორის მესამე ადგილისთვის მატჩის (6:4) შესვენების შემდეგ, როდესაც გუნდები მეორე ტაიმის სათამაშოდ მოედანზე ბრუნდებოდნენ, ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე ინგლისელთა მწვრთნელ თომას ტუხელთან ერთად სიცილით მოდიოდა, არადა ანგარიში ფრანგებისთვის სასაცილო ნამდვილად არ იყო, ინგლისელები 4:0-ს იგებდნენ. შეგახსენებთ, რომ ტუხელი და მბაპე ორი წლის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენში“ იყვნენ ერთად, გერმანელი გუნდის თავკაცის, ხოლო ფრანგი ვარსკვლავის რანგში.

თუმცა, ჰარგრივზს ფეხბურთელის და მისი ყოფილი მწვრთნელის ურთიერთობა იმდენად არ გაკვირვებია, რამდენადაც ის, რომ მბაპე წელს ზემოთ შიშველი იყო და ხელში ინგლისის ნაკრების მაისური ეჭირა, მის უკან კი დეკლან რაისი მოდიოდა, სავარაუდოდ სწორედ მბაპეს მაისურით ხელში.
„ეს ძალიან უცნაური იყო“, – თქვა ჰარგრივზმა FOX Sports-ის ეთერში, თუმცა კერძოდ რა იყო უცნაური, არ დაუკონკრეტებია. დიდი ალბათობით, ინგლისურ საფეხბურთო კულტურაში მატჩის დღეს, სულ მცირე შეხვედრის დამთავრებამდე მეტოქესთან თბილი ურთიერთობა მიუღებლად ითვლება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
