შაბათს, 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დასკვნითი მატჩი საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ვიტო კოლელიშვილის ბიჭების მეტოქე მე-11 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება.
ამ გუნდების გზები მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ გადაკვეთილა – 2019 და 2024 წლებში. ორივე მატჩი მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალს წარმოადგენდა და ორივე ჯერზე გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს დარჩათ, შესაბამისად, 12:8 და 40:36.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ფიჯისთან მატჩში:
1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპიტანი), 8. მიხეილ შიოშვილი, 9. გიორგი ხონელიძე, 10. მათე მახარაძე, 11. დათა არობელიძე, 12. დავით ბარბაქაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 15. ნიკოლოზ ხალვაში,
მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი ზაზაძე, 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
სიახლეები14/07/2026 | 22:01ფიჯური დაბოლოებით
მთავარი ამბავი13/07/2026 | 21:34იტალიური კოშმარი ქუთაისში
რაგბი12/07/2026 | 17:54გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
