მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა ხვდებიან. შეხვედრის წინა დღეებში ესპანელ გულშემატკივრებს გაუჩნდათ შიში, რომ არგენტინელები ისევე მოიქცევიან, როგორც ინგლისთან ნახევარფინალში მოიქცნენ – თამაშს აგრესიულად და უხეშად დაიწყებენ. ამ თემაზე ჟურნალისტებმა პრეს-კონფერენციაზე სიტყვა როგორც „ლა როხას“ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს, ასევე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს როდრი ერნანდესს ჩამოუგდეს.
კითხვას ჯერ ესპანელთა კაპიტანმა უპასუხა. მან თქვა: „ეს ფეხბურთის კიდევ ერთი მხარეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეხვედრა. მიჯობს ვიფიქრო, რომ არგენტინის ნაკრები არის გუნდი, რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯება, მაგრამ უხეშობის გზით არ მიდის. მჯერა, რომ ისინი არიან მიმწოლები და საფეხბურთო თვალსაზრისით აგრესიულები, მაგრამ, თუ მაინც მოხდება ის რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, მაშინ ჩვენ მათი ქცევის იგნორირება მოგვიწევს, რათა ყველა ვარიანტში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. პროვოკაციებზე არ უნდა წამოვეგოთ“.

შემდეგ სიტყვა დე ლა ფუენტეს გადაეცა, რომელმაც ასევე შეამსუბუქა არგენტინელთა უხეშობის და პროვოკაციების მნიშვნელობა. მან სლოვენიელი მსაჯის სლავკო ვუნჩიჩის კვალიფიკაციას გამოუცხადა ნდობა.
„ხვალ ფანტასტიკურ სპექტაკლს ვნახავთ, – თქვა ესპანელთა თავკაცმა, – ერთმანეთის პირისპირ წარდგება ორი სუპერნაკრები და ორი სუპერკლუბი. ხაზს ვუსვამ, სწორედაც სუპერკლუბი, რომელთა შორის ბევრი მსგავსებაა როგორც ქცევაში, ასევე ფეხბურთელების ნიჭის თვალსაზრისით. ორივე გუნდი შეეცდება შეხვედრა ისე წარმართოს, როგორც მას აწყობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ესპანეთი ასევე არგენტინა უპირველეს ყოვლისა ყველა ღონეს იხმარს, რომ კარგად ითამაშოს და ეს სხვა მიდგომებზე წინ დააყენოს. გარდა ამისა, მოედანზე იქნებიან მსაჯები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გუნდების დასახმარებლად არიან მოწოდებულები და გარდა ამისა ყველა ღონეს იხმარენ, რომ სანახაობა კიდევ უფრო კარგი გამოვიდეს. დეტალებზე ისინი ისე იზრუნებენ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ეკადრება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
სიახლეები18/07/2026 | 08:41დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
მთავარი ამბავი18/07/2026 | 07:15თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
