ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „იბერიამ“ ისევ გაიმარჯვა. ამჯერად თბილისის „დინამოსთან.“ ერთადერთი ბურთი ამირან ძაგანიამ გაიტანა 70-ე წუთზე. ეს ძაგანიას პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში. ამისდაკვალად, „იბერია“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია მიმდნარე სეზონში, შაშანდლიდან მოყოლებული კი იბერიელებს 28 მატჩია არ წაუგიათ. „იბერია 8 ქულით უსწრებს „დილას.“ რომელმაც თრილერი გამართა ერთ-ერთ აუტსაიდერ „საგურალთან – 4:3. მე-18 წუთისთვის...
