ბასილაშვილი საფრანგეთს დაემშვიდობა

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილი საფრანგეთს დაემშვიდობა
ბასილაშვილი საფრანგეთს დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებურმა ოთხსაათიან და ხუთსეტიან ბრძოლაში პორტუგალიელ ენრიკე როშასთან წააგო – 6:7; 6:2; 6:7; 6:2; 2:6.

პირველი და მესამე სეტების ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა და ორივე პორტუგალიელმა წაიღო.

სამაგიეროდ, ბასილაშვილი მძლავრად გამოიყურებოდა მეორე და მეოთხე სეტებში და ერთნაირი ანგარიშით მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი პორტუგალიელის უპირატესობა აშკარა იყო და შემდეგ ეტაპზეც ის ითამაშებს.

შეგახსენებთ, როლან გაროსზე თამაში ნიკამ საკვალიფიკაციო ბადიდან გაინაღდა, სადაც სამი მეტოქე სეტის წაუგებლად დაამარცხა.

File:Paris-FR-75-open de tennis-2-6-17-Roland Garros-Nikoloz Basilashvili-07.jpg  - Wikimedia Commons

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.