ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება

ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება

ესპანეთის ნაკრებში გამოძახებული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ფერან ტორესი პოპულარულ სატელევიზიო შოუ „ელ ორმიგუეროში“ მივიდა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს მისი პასუხებიდან, რომლებიც AS-მა გამოაქვეყნა:

გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: თუკი რამეს მივხვდი არის ის, რომ რაკი შენზე ამდენი ხალხი ლაპარაკობს, ესე იგი რაღაც მათზე მეტი გააკეთე. როდესაც ფინალში გოლი გავიტანე ეიფორიამ შემიპყრო. ჩემთვის ეს გოლი 47-მა მილიონმა ადამიანმა შეაგდო. იმ გოლის დროს მთელი ესპანეთის ძალა ვიგრძენი.

ფიქრები გოლის შემდეგ: როდესაც ფლანგიდან ბურთი ლამინმა პოროს გადააწოდა, მე წინ გავიქეცი, საჯარიმოსკენ გადავდგი ნაბიჯები. შემდეგ პორომ ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა. ის ნიკოს მიუვიდა და ამ დროს დავინახე, რომ საჯარიმოში უკაცრიელი კუნძულივით ადგილი გამოჩნდა, სადაც არავინ იყო. ნიკომ იქ დამიგდო. ინიესტა იგონებდა, (2010 წლის) ფინალში გოლი რომ გავიტანე თითქოს ყველაფერი გაქრაო. ასეთივე გრძნობა დამეუფლა მეც. წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კუთხურის ალმისკენ გავიქეცი.

გოლი: დარტყმაში მთელი გული ჩავდე. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი რომ არ ყოფილიყო ბურთი ხელებში გამიძვრებოდა (მარტივ შეცდომას დავუშვებდი).

გოლის განმეორებით ნახვა: ამ გოლს ყოველ დღე ვუყურებ. ვუყურებ როგორ გავიტანე, როგორ მოვიგეთ, როგორ ვიზეიმეთ, როგორ გადავიღეთ ფოტოები თასთან. ისე არაფერი მახსოვდა. მხოლოდ ის, რომ 20 თანაგუნდელთან ერთად დავრბოდი წინდა უკან და მეგონა, რომ ისინი მოსაკლავად მომსდევდნენ. ბორხა იგლესიასი და დავიდ რაია პირადი დაცვასავით იყვნენ.

შეცდომები: ადრე თვითგვემას ვეძლეოდი. ახლა უკვე გავიზარდე და როდესაც შეცდომას ვუშვებ, მას ვაანალიზებ. არ ვიციკლები – ეს სწავლის შემადგენელი ნაწილია. ჯამში, ყველა ის მომენტი როდესაც გოლი ვერ გავიტანე დამეხმარა, რომ ის მთავარი გოლი გამეტანა.

სხვანაირი შეგრძნება: მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის გატანა სხვა რამ არის. მას ვერაფერს შევადარებ. ზუსტად ისევეა როდესაც ააცილებ. თვითგვემა საჭირო არ არის და არც გატანილმა გოლმა უნდა დაგაკარგვინოს თავი. ფეხბურთი არის სახეობაა, რომელშიც 11 ფეხბურთელი და სათადარიგოები მონაწილეობენ. გოლის გატანას კი ეჩვევი.

ინიესტა: ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საკუთარი სახელის მის გვერდით ჩაწერა ახდენილი ოცნებაა.

ლუის ენრიკე: ზებუნებრივი კაცია. თუ შენთვის რამე აქვს სათქმელი, კარგია თუ ცუდი, უცილებლად გეტყვის. ის თავისი ხალხის ერთგულია. ფეხბურთში მე მას მამად მივიჩნევ. ის არის მწვრთნელი, რომელმაც იცის როგორ გამოგამჟღავნებინოს სრული პოტენციალი.

ოქროს ბურთი: დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს. თუ ესპანელი იქნება უფრო გამიხარდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.