
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საფრანგეთის თასის ფინალი შაკიკის გამო გააცდინა, სამშაბათ შუადღისას, „ინტერთან’’ თამაშამდე ოთხი დღით ადრე ვარჯიშს დაუბრუნდა.
„პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „რეიმსის’’ 3:0 დამარცხებიდან ორდღენახევრის შემდეგ პსჟ პუასის ბაზაზე შეიკრიბა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საბოლოო მზადება დაიწყო. შეხვედრა შაბათს, 31 მაისს მიუნხენში, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
პრესის აზრით, სამშაბათის ვარჯიში საყურადღებო იმით იყო, რომ საქმეს ქართველი თავდამსხმელი დაუბრუნდა. „პარიზიენი’’ შეგვახსენებს, რომ 24 მაისს ტკივილით შეწუხებულმა კვარაცხელიამ „სტად დე ფრანსი’’ თამაშის დაწყების წინ დატოვა და ამის გამო თანაგუნდელებთან ერთად მისმა საწვრთნელ მოედანზე გამოჩენამ გულშმატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ გარემარბი „ალიანც არენაზე’’ გამოჩნდება. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს სამედიცინო შტაბი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, ხალხს კვარას მდგომარეობა მაინც ადარდებდა.
ამრიგად, პარიზული კლუბი ევროპული გამოწვევისთვის მზად არის. ლუის ენრიკეს შაბათამდე პროგრამაში კიდევ ორი ვარჯიში აქვს, პარასკევს კი გუნდი მიუნხენს გაემგზავრება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
