„პარი სენ ჟერმენმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. მართალია ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში „სლოვანს“ დიდი ანგარიშით აჯობა და „ლე კლასიკში“ „მარსელი“ სტუმრად დაამარცხა, მაგრამ საყოველთაო აზრით ლუის ენრიკეს გუნდი მაინც დუნე ფეხბურთს აჩვენებს.
ნუთუ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები პარიზელები წარმატებით გაძღნენ და დაკმაყოფილდნენ? კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში ამბობს, რომ ეს გამორიცხულია. მან ორიოდ დღის წინ ამ თემაზე პორტუგალიურ პოდკასტ Football Summit-ში ილაპარაკა:
„ყველასთვის, ვინც პსჟ-თან არის დაკავშირებული ზედიზედ ორი ტიტულის მოგება დაუვიწყარი ამბავი იყო. თვალწინ მიდგას კადრი რომელიც ბუდაპეშტში ფინალის დამთავრებისთანავეა გადაღებული. მასზე მე ვარ აღბეჭდილი. მახსოვს, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ზედიზედ ორი ტრიუმფის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დავისახოთ ახალი მიზანი – მესამე გამარჯვება.
ნიჭიერ ფეხბურთელთა აღმოჩენისა და გადაბირების სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პსჟ-ში ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა. ზუსტად ასევე ფიქრობენ ფეხბურთელებიც.
„ვგრძნობ რომ გამარჯვების წყურვილი არსად წასულა. იმედი მაქვს, რომ არ ვცდები. კვლავ იგრძნობა ერთად მუშაობის სურვილი. უპირველეს ყოვლისა ყველას საერთო მიზანი აინტერესებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალ სეზონში ჯილდო რომც ვერ მოვიგოთ, მაინც ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ვიქნებით“, – თქვა კამპუშმა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა