სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და ახლა ერთდღიანი შესვენება გამოცხადდება.
ბოლო ორ ტურში განსხვავებულად ითამაშეს ჩვენმა ნაკრებებმა: ქალებმა ორივე პარტია მოიგეს და მედლის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო კაცებმა მხოლოდ ქულა აიღეს და 38 ადგილზე არიან. ქალთა ნაკრებმა მეხუთე ტურში ინდონეზიის ნაკრები 2.5:1.5 დაამარცხა. გამარჯვების ქულები ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ მოიპოვეს, ნინო ბაციაშვილი ყაიმს დასჯერდა, ხოლო ნანა ძაგნიძე დამარცხდა. მეექვსე ტურში გოგონებმა ერთ-ერთ ლიდერ უზბეკეთთან უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 3,5:0,5. ძაგნიძემ ყაიმი ითამაშა, ხოლო ბაციაშვილმა, ხოტენაშვილმა და ჯავახიშვილმა მოიგეს. ექვსი ტურის შემდეგ ჩინეთი და ყაზახეთი 12-12 ქულით ლიდერობენ; მათ უკან 10-10 ქულით 11 გუნდია, მათ შორის – საქართველოც.
ჩვენები გოგონები მომდევნო ტურში ძლიერ პოლონეთს ეთამაშებიან. ასევე საინტერესო იქნება ლიდერების ჯახი.

მეხუთე ტურში კაცები ინგლისთან 1,5:2,5 დამარცხდნენ. ყაიმით დასრულეს პარტიები მიხეილ მჭედლიშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ ჯობავამ, ხოლო ლუკა პაიჭაძემ, ფაქტობრივად, მოგებული პოზიცია წააგო. შემდეგ იყო მოლდოვასთან ფრე – 2:2. მჭედლიშვილმა და ჯობავამ ყაიმები ითამაშეს, მოიგო კაჭარავამ, წააგო – ლევან ფანცულაიამ.
ოლიმპიადას 12 ქულით უზბეკეთი ლიდერობს; 11-11 ქულით კვალში ჩინეთი და სომხეთი უდგანან; 10-10 ქულა 11 გუნდს აქვს და მედლების შანსი ყველა მათგანი ინარჩუნებს. კაცთა ნაკრები მეშვიდე ტურში ბაგლადეშს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
