AS: „კარგი გოლი გაიტანა. იმედი გვაქვს, რომ საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. ინდომებდა“.
ასე დაწერა გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე, რომელიც შინ „ლევანტესთან“ შეხვედრაში „ვილიარეალის“ თავკაცმა ინიგო პერესმა კვლავ არ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად მხოლოდ 67-ე წუთზე შეიყვანა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა „ვილიარეალი“ 2:1-ს იგებდა. ანგარიში 41-ე წუთზე სწორედ პერესმა გახსნა. ერთ წუთში ვალენსიელმა ივან რომერომ გაათანაბრა, 54-ე წუთზე კი ალბერტო მოლეირომ ისევ მასპინძლები გაიყვანა წინ. 86-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მოლეიროს პასით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ინიგო პერესმა მიქაუტაძისთვის გატანილი გოლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა: „თავდამსხმელებისთვის გოლის გატანა სიმშვიდის გარანტიაა. გუნდმა შეიძლება მოიგოს ან წააგოს, მაგრამ როდესაც ფორვარდი გოლს ვერ გაიტანს თავს უსარგებლოდ გრძნობს“.
ეს გამარჯვება „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მიმდინარე სეზონში მეორე გახლდათ. გარდა ამისა ეს იყო „ვილიარეალის“ მე-8 გამარჯვება ბოლო 11 შეხვედრაში ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან.
იმ 23 წუთში, რაც მოედანზე დაჰყო საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ორჯერ დაარტყა კარში. 7 დრიბლინგიდან 2 ჰქონდა წარმატებული. მეტოქის საჯარიმოსთან 2 პასიდან ორივე ზუსტად ჩააწოდა. წინ პასები 7-დან შვიდივე სწორი ჰქონდა. სხვადასხვა საიტებმა მას ასეთი ქულები დაუწერეს:
flashscore – 7.5; sofascore – 7.6; whoscored – 7.3; fotmob – 7.3

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
