ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე მასტერსს ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა. ჩვენებურმა 36 წლის ხორვატ ვეტერან მარინ ჩილიჩთან 3:6; 6:7 წააგო.
მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ბასილაშვილს პირველივე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და შემდეგში ამის შანსი არც მისცემია. თავის მხრივ, ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა ჩილიჩს, ისიც პირველი სეტის მეორე გეიმში, რომელიც გამოიყენა და არათუ სეტის, არამედ მატჩის ბედიც ძირითადად ამ ფაქტმა გადაწყვიტა.
მეორე სეტში ჩოგბურთელები ტაი ბრეიკამდე ისე მივიდნენ, რომ საკუთარ ჩაწოდებებზე პრობლემა არ ჰქონიათ. იქ კი, ჩილიჩი უკეთესი იყო.
სერბი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩიზე გავიდა. შეგახსენებთ, ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი (4:6; 6:3; 6:1) და ამერიკელ ელიოტ სპიციერის (6:4; 6:4) დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
