ვინ წარმოიდგენდა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მაროკოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის ისტორიაში შევიდოდა? შეჯიბრება ჩილეში მიმდინარეობს, 27 სექტემბერს დაიწყო და 19 ოქტომბერს დამთავრდება.
ზემოხსენებული თამაში ისტორიაში პლასტმასის მართკუთხა ბარათის წყალობით შევიდა. წითელი და ყვითელი ბარათების შესახებ ხომ ყველას გვსმენია და ჩილეში მწვანე ბარათიც აფრიალდა. ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველად მაროკოელ და ესპანელ ახალგაზრდათა შეხვედრაში მოხდა. 29 სექტემბერსვე, ოღონდ ცოტა მოგვიანებით მწვანე ბარათი სამხრეთ აფრიკელთა მწვრთნელმა ფრანგებთან შეხვედრაშიც გამოყენა, მერე კი მისი სიკეთით ნიგერიელებმაც ისარგებლეს.
მწვრთნელები ვახსენეთ. ანუ, წითელი და ყვითელი ბარათებისგან განსხვავებით მწვანე ბარათი მსაჯებს კი არა, მწვრთნელებს აქვთ და მისი ამოღება ვიდეოჩელენჯის მოთხოვნას ნიშნავს. კალათბურთში უკვე რამდენიმე წელია თუკი მწვრთნელი მსაჯს არ ეთანხმება, ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმებას ითხოვს. ვთქვათ თუ ის მიიჩნევს, რომ სამქულიანის ტყორცნის მომენტში მოწინააღმდეგეს ფეხი ხაზზე ედგა.
ასეთივე ჩელენჯი არსებობს ჩოგბურთშიც. და აი, მწვანე ბარათი ფეხბურთშიც გამოჩნდა, ოღონდ, ერთია. მან თავისი მწვანე ბარათი წამებში უნდა აწიოს. და კიდევ, მას მწვანე ბარათის აფრიალების უფლება შეხვედრის განმავლობაში ორჯერ ექნება.
ფიფა მწვანებარათობანას ვიდეოდახმარებას ეძახის. ესპანეთისა და მაროკოს შეხვედრაში აფრიკელთა თავკაცმა მოჰამედ უაბიმ 78-ე წუთზე ესპანელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა გააპროტესტა და… მიზანს მიაღწია. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაუქმდა, ხოლო ესპანელს ფეხბურთელს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აჩვენეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
