ნიკოლოზ ბასილაშვილი პრესტიჟლი ტურნირის, შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა. ჩვენებურმა ჯერ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ვისთანაც რამდენიმე დღის წინ ასევე ჩინეთში ჩელენჯერზე დამარცხდა. ამჯერად კი, ავსტრალიელს სამ სეტში – 4:6; 6:3; 6:1 აჯობა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.
ძირითად ბადემდე ამერიკელი ელიოტ სპიცირის დამარცხება იყო საჭირო და ბასილაშვილმა ეს მოახერხა – 6:4, 6:4. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ერთი ბრეიქი გააკეთა და პარტია ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მეორე სეტში კი, ქართველი სტარტზევე ორი ბრეიქით დაწინაურდა. მართალია, სპიცირიმ ერთი უკან დაიბრუნა, მაგრამ გამარჯვება მაინც ქართველს დარჩა.
ძირითადი ბადე 1 ოქტომბერს დაიწყება. ქართველის მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
