ამერიკის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს დაემშვიდობა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს გაეჯიბრა და 6:7; 5:7 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო.
თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში, მაგრამ მანამდე, სანამ ანგარიში 5:5 იყო. შემდეგ ისევ ჰუესლერმა იყოჩაღა, ზედიზედ ორი გემი და მატჩი ერთად მოიგო.
ორ სეტში წააგო ეკატერინე გორგოძემაც. ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელ ფრანჩესკა ჯონსთან 1:6, 6:7, დამარცხდა.
პირველ სეტში ბრძოლა რომ არ ყოფილა ანგარიშიდანაც ჩანს. მეორეში ჩვენებური 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვერც ეს უპირატესობა შეინარჩუნა და ვერც ტაი ბრეიკზე გამოიყენა ოთხი სეტ პოინტი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
