ჭდე: ამერიკის ღია პირველობა

Home ამერიკის ღია პირველობა
საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო
ჩანაწერი

საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

US OPEN-ის ფინალში არინა საბალენკამ ამანდა ანისიმოვა ორ სეტში, 6:3; 7:6 დაამარცხა – ბელარუსმა ჩოგბურთელმა ამერიკაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა, სულ კი, მისი მონაგარი ოთხი დიდი სლემის ტიტულია. საერთო ჯამში საბალენკამ ტიტული დამაჯერებელად მოიგო და ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ანისიმოვა კი, ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი სლემის ფინალში და მეორედ წააგო – წინა უიმლბდონი იყო....

ორი ქართველის ორი მარცხი…
ჩანაწერი

ორი ქართველის ორი მარცხი…

ამერიკის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს დაემშვიდობა. ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს გაეჯიბრა და 6:7; 5:7 დამარცხდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში, მაგრამ მანამდე, სანამ ანგარიში 5:5 იყო. შემდეგ ისევ ჰუესლერმა იყოჩაღა, ზედიზედ ორი გემი და...

ფედერერმა, გაისამდე მოიცადეთო
ჩანაწერი

ფედერერმა, გაისამდე მოიცადეთო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი აცხადებს, რომ 2021 წლამდე კორტზე აღარ დაუბრუნდება. შვეიცარიელი 8 აგვისტოს 39 წლის გახდება. ამ ასაკში ჩოგბურთელი კიდევ ტამაშზე რომ ფიქრობს და არა – წასვლაზე, ეს უკვე გასაკვირია. წლეულს კი ორი დიდი ტურნირია დარჩენილი – ამერიკის ღია პირველობა და „როლან გაროსი“. ჯერჯერობით, გაურკვეველია შემაჯამებელი ტურნირის ბედი, რომელიც ტრადიციულად სეზონის ბოლოს...

რაფა – კორტის გლადიატორი
ჩანაწერი

რაფა – კორტის გლადიატორი

ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის...

დაცემა და ამაღლება
ჩანაწერი

დაცემა და ამაღლება

ვისაც ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი არ უნახავს, არ იცის, რა არის ნამდვილი საჩოგბურთო დრამა. ეგებ ტრაგედიაც, რადგან 37 წლის სერენა უილიამსი ერთ ნაბიჯში იყო მიზანთან, რომელსაც არ მალავდა – 24-ე სლემტიტულით სერენა ლეგენდარულ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდებოდა. ახლა კი ვინ იცის, კიდევ როდის ან საერთოდ მიეცემა თუ არა ასეთი შანსი. ჩოგბურთში ახალი, სპორტულად თავხედი...

მარიამ ბოლქვაძის ამერიკული ზღაპარი
ჩანაწერი

მარიამ ბოლქვაძის ამერიკული ზღაპარი

ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქალთა ჩოგბურთში საქართველოსთვის საინტერესო ისტორიის წერას შეუდგა. 2019 წლის სეზონი მისთვის და ზოგადად ქართველი ჩოგბურთის ქომაგებისთვის უცილობლად ტკბილად გასახსენებელი იქნება. ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე გახდა მეოთხე ქართველი ქალი მეჩოგნე, რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში გააღწია. ის არც ამით დაკმაყოფილდა და...

ქართველებმა რა ჰქმნეს…
ჩანაწერი

ქართველებმა რა ჰქმნეს…

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზეა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად 3 საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, ტურნირის პირველ წრეში კი მსოფლიოს 69-ე ჩოგანი, წარმოშობით ხორვატი ამერიკელი ბერნარდა პარა 3 სეტში 6-3, 5-7, 6-4 დაამარცხა. ჩვენიანის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სლოვაკი კაროლინა პლიშკოვა იქნება. მარიამ ბოლქვაძის მოგების სიხარული განელებული არ გვქონდა და...

სერენა და ემოცია
ჩანაწერი

სერენა და ემოცია

სერენა უილიამსის კორტს მიღმა ცხოვრება არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე წმინდა საჩოგბურთო ამბები. ამერიკელი სპორტსმენი მუდმივად უსამართლობას ებრძვის – რასისტული, გენდერული და რელიგიური ჩაგვრის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობებსა და კომპანიაში მონაწილეობს და რეიტინგული პოლიტიკური გამოცემების გარეკანზეც ხშირად ხვდება. შარშან 37 წლის ჩოგბურთელი „თაიმსის“ მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა და წლის ქალადაც დასახელდა. სწორედ ამიტომ, სერენა უსამართლობას...

მაშა მწვრთნელმაც მიატოვა
ჩანაწერი

მაშა მწვრთნელმაც მიატოვა

მსოფლიოს ექსპირველ ჩოგან მარია შარაპოვას კარიერის შემოდგომა უდგას. თავის დროზე მაშას ყველა სლემტიტული აქვს მოგებული, „როლან გაროსზე“ კი სულაც ორჯერ იპირველა. 2011-2013 წლებში მისი მწვრთნელი შვედი ტომას ჰოგსტედი იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მაშას 2012 წლის ტრიუმფი „როლან გაროსზე“. მერე ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ შარშან შარაპოვამ ნაცად კადრს ერთხელაც უხმო. 32 წლის ვეტერანისთვის სამწუხაროდ, ამ საქმიდან...