US OPEN-ის ფინალში არინა საბალენკამ ამანდა ანისიმოვა ორ სეტში, 6:3; 7:6 დაამარცხა – ბელარუსმა ჩოგბურთელმა ამერიკაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა, სულ კი, მისი მონაგარი ოთხი დიდი სლემის ტიტულია.
საერთო ჯამში საბალენკამ ტიტული დამაჯერებელად მოიგო და ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ანისიმოვა კი, ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი სლემის ფინალში და მეორედ წააგო – წინა უიმლბდონი იყო.
საინტერესო გამოდგა პირველი სეტი: ჯერ საბალენკა დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ ზედიზედ ორი საკუთარი ჩაწოდება წააგო და ჩამორჩა. თუმცა, ორივე იქვე დაიბრუნა და 6:3 იმარჯვა.
მეორე სეტში ანისიმოვა ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ ორივეს დაბრუნება შეძლო, რის შემდეგ საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი, რეიტინგის პირველი ნომერი დომინანტური იყო.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე10/04/2026 | 14:37რევანში და მეოთხედფინალი…
კატეგორიის გარეშე28/02/2026 | 02:07მარტივი მოგება დანიაში
კატეგორიის გარეშე18/12/2025 | 00:45კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…
კატეგორიის გარეშე07/09/2025 | 22:10საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო