ორიოდ დღის წინ, ადრიან რაბიოს „მარსელიდან’’ გაგდების შემდეგ ფრანგული კლუბის ესპანელმა პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დიპლომატიური ფრაზების ძებნით თავი არ შეიწუხა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის რაც „რენთან” 0:1 წაგების შემდეგ გასახდელში მოხდა გაუგონარი, აგრესიული, სასტიკი და ზღვარგადასული საქციელი იყო. ლაპარაკია ვეტერანი ნახევარმცველის ჩხუბზე ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან.
გუშინ ლუქსემბურგში მდებარე მაუწყებლის RTL-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რაბიოს დედასა და მრჩეველს ვერონიკს, რომელმაც თქვა, რომ კლუბის შეფასების არ სჯერა.
„რას ნიშნავს განსაკუთრებული ძალადობა? არავინ დაშავებულა, საავადმყოფოში არავინ წაუყვანიათ, ცხვირი არავისთვის გაუტეხავთ, ტუჩი არავის გასკდომია. არც ნაკერები და არც არც გაცდენილი სამუშაო საათები. მაშ როგორ დავიჯერო, რომ ის რაც მოხდა განსაკუთრებული ძალადობა იყო?’’, – თქვა მადამ რაბიომ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით ინციდენტის დროს გასახდელში მწვრთნელი და კლუბის სპორტული დირექტორი მეჰდი ბენატია იმყოფებოდნენ.
„ნუთუ იქ სასტიკი ჩხუბი გაიმართა და მასში არავინ ჩაერია?’’, – კითხულობს ფეხბურთელის დედა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
