ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს. ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს....
ჭდე: ადრიენ რაბიო
დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო
ადრიენ რაბიოს ამბავი მოგეხსენებათ, ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან ჩხუბის შემდეგ „მარსელმა’’ ის მოკვეთა და ახალ კლუბს ელის. ყველაფერი თითქოს მკაცრად და მკაფიოდ იყო, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრეს-კონფერენციაზე ყველა გააკვირვა. მან თქვა: „მე პაბლოსთან (კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან) და მეჰდისთან (სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან) ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ...
ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი
„ნაპოლის’’ როგორც ჩანს ჭამა მადაში მოუვიდა: როტორც SportItalia-ს ჟურნალისტი და სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ალფრედო პედულა წერს, აურელიო დე ლაურენტისს „მარსელიდან’’ ჩხუბის გამო გაგდებული ფრანგი ადრიენ რაბიოს ყიდვა მოუნდა. „იუვენტუსის’’ ყოფილ ფეხბურთელზე თვალი „მილანსაც’’ უჭირავს. პედულა წერს, რომ ნეაპოლელებმა გაიკითხეს, თუ რა დაუჯდებათ ნახევარმცველის ყიდვა და რა ხელფასის გადახდა მოუწევთ მისი გადაბირების შემთხვევაში. რაბიოს ხელფასი ივნისამდე...
ის რა ჩხუბია, რომელშიც ცხვირი არავის გაუტყდებაო
ორიოდ დღის წინ, ადრიან რაბიოს „მარსელიდან’’ გაგდების შემდეგ ფრანგული კლუბის ესპანელმა პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დიპლომატიური ფრაზების ძებნით თავი არ შეიწუხა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის რაც „რენთან” 0:1 წაგების შემდეგ გასახდელში მოხდა გაუგონარი, აგრესიული, სასტიკი და ზღვარგადასული საქციელი იყო. ლაპარაკია ვეტერანი ნახევარმცველის ჩხუბზე ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან. გუშინ ლუქსემბურგში მდებარე მაუწყებლის RTL-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რაბიოს...
ნუთუ მარსელში ჩხუბი დადგმული იყო?
ადრიენ რაბიოს „მარსელში’’ კარისკენ მიუთითეს. ეს მოხდა საკმაოდ მკაცრი ფორმით, მას მერე, რაც ფრანგმა ვარსკვლავმა პარასკევ საღამოს, „რენთან’’ თამაშის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელ ჯონათან როუსთან იჩხუბა. თავიდან კლუბმა ფეხბურთელი დააჯარიმა და ვარჯიშიდან მოკვეთა, შემდეგ კი ტრანსფერზეც დაუყენებია. რამდენიმე კლუბს უკვე გაუგზავნია „მარსელისთვის’’ წინადადება. ელიან აქტიურობას იტალიიდან, სადაც რაბიო პოლულარულია. ფრანგული მედია წერს, რომ სასჯელი დანაშაულის კვალობაზე...
მარსელში ფეხბურთელებმა იჩხუბეს
თავიდან ამბობდნენ, რომ ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსა და მის ინგლისელ თანაგუნდელს, 22 წლის ჯონათან როუს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მაგრამ RMC-მ გაარკვია, რომ როუს რაბიოსთვის ხელი დაურტყამს. ამას მოჰყოლია ჩხუბი. „მარსელის’’ სტაფს, კერძოდ კი კლუბის საფეხბურთო დირექტორ მეჰდი ბენატიას თურმე ფეხბურთელების გაშველება მოუხდა. ამბობენ, რომ ფიცხელ ჩხუბში ეს იოლი საქმე სულაც არ იყო. ახლა, როდესაც...
რა გაუხარდებოდა ქალბატონ რაბიოს?
ვერდიქტი გამოტანილია: საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „პარი სენ ჟერმენს’’ ერთი შეხვედრით „ოტეილის ტრიბუნაზე’’ გულშემატკივართა შეშვება აუკრძალა და კლუბი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 16 მარტს პსჟ-სა და „მარსელის’’ შეხვედრის დროს პარიზელმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფეხბრთელს, ცნობილ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს შეურაცხყოფა მიაყენა, გამოფენილი ჰქონდა პლაკატები. ფეხბურთელის დედამ და წარმომადგენელმა, ფრიად აქტიურმა ქალმა ვერონიკ რაბიომ...
ზიზღი პარიზულად
„მარსელის’’ ფეხბურთელის, ადრე „პარი სენ ჟერმენსა’’ და „იუვენტუსში’’ ნათამაშები ადრიან რაბიოს (საფრანგეთის ნაკრებში 50 კეპი) დედა და ოფიციალური მრჩეველი ვერონიკ რაბიო კვირას „პარკ დე პრენსზე’’ ჩატარებული „კლასიკის’’ შემდეგ აღშფოთებული დარჩა ― პარიზელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მას ლანძღავდა. მადამ რაბიომ „ეკიპის’’ არხზე თქვა, რომ ჩივილს აპირებს. მან სამჯერ გაიმეორა, რომ „აღშფოთებულია, აღშფოთებულია, აღშფოთებულია!“. „რასაკვირველია გაბრაზებული ვარ, რადგან...
გამარჯვებული ალეგრის მძვინვარება
მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. „ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა...
ამის დედა
„მანჩესტერ იუნაიტედს” ადრიენ რაბიოს შეძენა უნდა და ამისათვის მოლაპარაკებებს მართავს… დედამისთან. ანუ, „იუნაიტედი” „იუვენტუსს” გაურიგდა, მხარეებმა 27 წლის ფეხბურთელის ფასი განსაზღვრეს (15 მილიონი გირვანქა) და ახლა საქმე დედასთან არის მოსაგვარებელი. როგორც „სანი” წერს, ყველაზე რთული სწორედ მადამ ვერონიკ რაბიოსთან შეთანხმებაა. მას, როგორც ყოველთვის, მთელი რიგი მოთხოვნები აქვს. ქალბატონი რაბიო ყოველთვის აქტიურად ერეოდა შვილის ცხოვრებაში, ხვდებოდა...









