ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი
ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი

Leonardo Balerdi of Olympique de Marseille and Adrien Rabiot of Olympique de Marseille warm up before the Ligue 1 match between Stade de Reims and...„ნაპოლის’’ როგორც ჩანს ჭამა მადაში მოუვიდა: როტორც SportItalia-ს ჟურნალისტი და სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ალფრედო პედულა წერს, აურელიო დე ლაურენტისს „მარსელიდან’’ ჩხუბის გამო გაგდებული ფრანგი ადრიენ რაბიოს ყიდვა მოუნდა. „იუვენტუსის’’ ყოფილ ფეხბურთელზე თვალი „მილანსაც’’ უჭირავს.

პედულა წერს, რომ ნეაპოლელებმა გაიკითხეს, თუ რა დაუჯდებათ ნახევარმცველის ყიდვა და რა ხელფასის გადახდა მოუწევთ მისი გადაბირების შემთხვევაში. რაბიოს ხელფასი ივნისამდე წელიწადში 6 მილიონი ევრო იყო.

„მილანს’’ კი მოგეხსენებათ მასიმილიანო ალეგრი უდგას სათავეში — მწვრთნელი, რომელიც რაბიოს „იუვეში’’ ხელმძღვანელობდა. თუმცა, იმისათვის, რომ „როსონერიმ’’ ფრანგი შეიძინოს, ჯერ ვინმე უნდა გაყიდოს და ფული იშოვოს.

პედულას ინფორმაციით რაბიოს შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ, მათ შორის თურქულს.

ჟურნალისტის აზრით კონტეს „ნაპოლის’’ ადრიენ რაბიო ნამდვილად გააძლიერებს, მითუფრო რომ ახალ სეზონში „აძურის’’ გრძელი სკამი სჭირდება. გუნდმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგაში, კოპა იტალიისა და სუპერთასის გათამაშებაში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.