ორიოდ დღის წინ, ადრიან რაბიოს „მარსელიდან’’ გაგდების შემდეგ ფრანგული კლუბის ესპანელმა პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დიპლომატიური ფრაზების ძებნით თავი არ შეიწუხა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის რაც „რენთან” 0:1 წაგების შემდეგ გასახდელში მოხდა გაუგონარი, აგრესიული, სასტიკი და ზღვარგადასული საქციელი იყო. ლაპარაკია ვეტერანი ნახევარმცველის ჩხუბზე ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან. გუშინ ლუქსემბურგში მდებარე მაუწყებლის RTL-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რაბიოს [...]
ჭდე: ვერონიკ რაბიო
რა გაუხარდებოდა ქალბატონ რაბიოს?
ვერდიქტი გამოტანილია: საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „პარი სენ ჟერმენს’’ ერთი შეხვედრით „ოტეილის ტრიბუნაზე’’ გულშემატკივართა შეშვება აუკრძალა და კლუბი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 16 მარტს პსჟ-სა და „მარსელის’’ შეხვედრის დროს პარიზელმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფეხბრთელს, ცნობილ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს შეურაცხყოფა მიაყენა, გამოფენილი ჰქონდა პლაკატები. ფეხბურთელის დედამ და წარმომადგენელმა, ფრიად აქტიურმა ქალმა ვერონიკ რაბიომ [...]
ზიზღი პარიზულად
„მარსელის’’ ფეხბურთელის, ადრე „პარი სენ ჟერმენსა’’ და „იუვენტუსში’’ ნათამაშები ადრიან რაბიოს (საფრანგეთის ნაკრებში 50 კეპი) დედა და ოფიციალური მრჩეველი ვერონიკ რაბიო კვირას „პარკ დე პრენსზე’’ ჩატარებული „კლასიკის’’ შემდეგ აღშფოთებული დარჩა ― პარიზელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მას ლანძღავდა. მადამ რაბიომ „ეკიპის’’ არხზე თქვა, რომ ჩივილს აპირებს. მან სამჯერ გაიმეორა, რომ „აღშფოთებულია, აღშფოთებულია, აღშფოთებულია!“. „რასაკვირველია გაბრაზებული ვარ, რადგან [...]


