დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს

Home სიახლეები დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს
დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს

Suspended for two matches, João Neves is expected to return to action this Friday against Angers on Matchday 2 of Ligue 1. AFP / Franck Fife.დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ელის „ანჟესთან’’. „პარიზიენი’’ ცდილობს მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ანალიზის შედეგად გამოიცნოს, თუ რა შემადგენლობას ათამაშებს ამ შეხვედრაში ლუის ენრიკე. გაზეთი იხსენებს, რომ პირველ ტურში ნანტში ესპანელმა მწვრთნელმა დაასვენა აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია და ოსმან დემბელე ― უდინეში გამართული სუპერთასის გმირებს ამოსუნთქვა სჭირდებოდათო. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ 2:2-ის შემდეგ პენალტებით მოუგო, „ნანტთან’’ კი 1:0 გაიმარჯვა.

ახლა წამყვანი ფეხბურთელები დასვენებულები და თამაშს მონატრებულები არიან. როგორც ლუის ენრიკემ თქვა, წესით ისინი მოედანს უნდა დაუბრუნდნენ და თან ვიტინიასა და ბრედლი ბარკოლას ამოსუნთქვის საშუალება მისცენ. ამ წყვილმა შვებულების შემდეგ სულ რაღაც ერთკვირიანი წავარჯიშების შემდეგ ორი შეხვედრის სიმძიმე იტვირთა.

დღეს პარიზელების ახალი მეკარე ლუკა შევალიე პირველად დააგემოვნებს „პარკ დე პრენსზე’’ მასპინძლის რანგში თამაშს. მის წინ კი იდგება ტრადიციული დაცვის ხაზი ჰაკიმის, მარკინიოსის, პაჩოსა და მენდეშის შემადგენლობით.

ნახევარდაცვაში ვიტინია ამოისუნთქებს, რადგან მოედანს უბრუნდება მისი დისკვალიფიკაციამოხდილი თანამემამულე ჟოაო ნევეში. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, „ჩელსისთან’’ შეხვედრაში (0:3) მარკ კუკურეიას თმაზე მოქაჩვის გამო ორი შეხვედრით დასაჯეს. ნევეში ამ უცნაური დარღვევის გამო თანაგუნდელების ხუმრობათა ობიექტიც გახდა..

თანდათანობით ფიზიკურ ფორმას იუმჯობესებს ფაბიან რუისი, თუმცა წერენ, რომ ჯან-ღონის მხრივ ყველაზე უკეთ მაინც უორენ ზაირ-ემერი გრძნობს თავს. ამის გამო ლუის ენრიკე მას ალბათ ზედიზედ მეორედ ათამაშებს სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა თავის ბუნებრივ პოზიციაზე, ნახევარდაცვაში ის პირველად გამოვა.

როგორც აღვნიშნეთ, პირველ ორ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ბრედლი ბარკოლამაც. „პარიზიენი’’ არ გამორიცხავს, რომ დღეს მწვრთნელი მას დაასვენებს, რათა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის დააზოგინოს ძალა. მოსალოდნელია, რომ „ანჟესთან’’ მოედანზე ვიხილავთ კვარაცხელიას, დუესა და ცრუ ცხრიანის პოზიციაზე მოთამაშე ოსმან დემბელეს ტრიოს.