უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო [...]
ჭდე: ანჟე
პარიზელების მორიგი 1:0
„პარი სენ ჟერმენი’’ პატარა ანგარიშებზე გადავიდა. ლიგა 1-ის ახალი ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „ნანტთან’’ 1:0 გამარჯვებიდან ხუთ დღეში ჩემპიონმა ისევ 1:0 მოიგო, ამჯერად „ანჟესთან’’. „პარიზიენი’’ წერს, რომ მან ეს უფრო ცოცხალი თამაშითა და შედარებით უკეთესი ფეხბურთით გააკეთა, მაგრამ ანგარიში იგივე გამოვიდა. გაზეთის აზრით ის, რომ „ანჟესთან’’ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა უკეთ ითამაშა სხვა მიზეზებთან ერთად იმითაც [...]
დღეს ხვიჩამ წესით უნდა ითამაშოს
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ელის „ანჟესთან’’. „პარიზიენი’’ ცდილობს მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ანალიზის შედეგად გამოიცნოს, თუ რა შემადგენლობას ათამაშებს ამ შეხვედრაში ლუის ენრიკე. გაზეთი იხსენებს, რომ პირველ ტურში ნანტში ესპანელმა მწვრთნელმა დაასვენა აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია და ოსმან დემბელე ― [...]
ჟორჟის ულამაზესი გოლი
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხა „ანჟე’’ 3:0 და ლიგა1-ის ცხრილში მე-5 ადგილზეა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მისი მთავარი კონკურენტის ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად 68-ე წუთზე შევიდა და 20 წუთში საუცხოო ინდივიდუალური თამაშის წყალობით გოლი შეაგდო. ეს ლიონელთა მესამე გოლი იყო ამ შეხვედრაში. პირველი ორი გოლი არგენტინელმა ნიკოლას ტალიაფიკომ და რაიან ჩერქმა გაიტანეს.
ესპანური გრანდების სამიზნე
ფრანგული „ანჟეს“ 19 წლის მარცხენა მცველმა, რაიან აიტ-ნურიმ ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო. „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ წარმოშობით ალჟირელი, ახალგაზრდა ფრანგით არიან დაინტერესებულნი. ფრანგული მედიის ცნობით, აიტ-ნურის შეძენის სურვილი თავდაპირველად „ბარსას“ აწ უკვე ყოფილმა ტექნიკურმა მდივანმა, ერიკ აბიდალმა გამოხატა. ფრანგული გამოცემის ცნობით, აბიდალს „ანჟესთან“ კონტრაქტი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ესაუბრა. აიტ-ნურს კლუბი 20 [...]




