ფრანგული „ანჟეს“ 19 წლის მარცხენა მცველმა, რაიან აიტ-ნურიმ ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო. „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ წარმოშობით ალჟირელი, ახალგაზრდა ფრანგით არიან დაინტერესებულნი.
ფრანგული მედიის ცნობით, აიტ-ნურის შეძენის სურვილი თავდაპირველად „ბარსას“ აწ უკვე ყოფილმა ტექნიკურმა მდივანმა, ერიკ აბიდალმა გამოხატა. ფრანგული გამოცემის ცნობით, აბიდალს „ანჟესთან“ კონტრაქტი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ესაუბრა.
აიტ-ნურს კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
ფეხბურთელი „ანჟეს“ საკუთრებაა და ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 17-ჯერ მოირგო გუნდის მაისურა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
