სულ რაღაც 21 წლის არის ლუკა დონჩიჩი და უკვე ისტორიას წერს. სლოვენიელი კალათბურთელის დღევანდელი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს მომავალში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ვწერთ.
„დალას მავერიქსის“ მცველი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინაც სამმაგი დუბლი 40-ზე მეტ ქულასთან ერთად მოაგროვა. დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 პასი გაახერხა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 135:133 დაამარცხა.
გარდა ამისა, ლუკამ ბოლო წამზე 3-ქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, რითაც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო. დონჩიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ფლეი ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვებისა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი აგებდა. ჯორდანმა იგივე „კლივლენდ კავალიერსთან” 1989 წელს გააკეთა, მაგრამ მაშინ ის 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი იგივე 21 წლის ასაკში მოახერხა.
ამ მოგებით „დალასმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
