ჭდე: მაიკლ ჯორდანი

Home მაიკლ ჯორდანი
ყველაზე, ყველაზე…
ჩანაწერი

ყველაზე, ყველაზე…

პოპულარულმა გამოცემა Sportico-მ გამოაქვეყნა  ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია სპორტის ისტორიაში. ტოპ 50-მა სპორტსმენმა ჯამში 50 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ – 35,5 მილიარდი. რეიტინგში 9 სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი მოხვდა 17 ქვეყნიდან.  ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-დან არის – 12 კალათბურთელი. ტოპ 50-ში ერთადერთი ქალი ფიგურირებს – ლეგენდარული ამერიელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი (40 ადგილი, 630 მილიონი)....

ლებრონი ვერასოდეს დაჩრდილავს ჯორდანს
ჩანაწერი

ლებრონი ვერასოდეს დაჩრდილავს ჯორდანს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტ სტივენ ეი სმიტს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანის დაჩრდილვას. „კარგად ვაცნობიერებ, რა დონის ფენომენია ლებრონი, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოებში მას მხოლოდ მეორე ადგილზე დავაყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ განცხადებით მას ჯვარზე ვაკრავ, მაგრამ რა ვქნა: მახსოვს, რა ფასად დაუჯდა ჯორდანს იმ სიმაღლეზე ასვლა, სადაც...

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა
ჩანაწერი

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა ლეო მესის პსჟ-ში გადასვლით სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა A Bola იუწყება. მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Air Jordan, რომელიც პსჟ-ის პარტნიორია. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ჯორდანის ფირმას პარიზული კლუბის ყოველი გაყიდული მაისურიდან 5% ეკუთვნის. გასული ერთი კვირის განმავლობაში მესის მაისურების გაყიდვით შემოსული 120 მილიონი ევროდან...

მხოლოდ ის და ჯორდანი
ჩანაწერი

მხოლოდ ის და ჯორდანი

NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი გახდა. საშუალოდ მატჩში მისმა მონაგარმა 31,8 ქულა შეადგინა. მას მცირედით ჩამორჩა ბრედლი ბილი – 31,3 ქულა. სტეფ კარი კარიერაში მეორედ გახდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე. ისე კი, კარი პირველია მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც 33 წლის ასაკს გადაცილებულმა მოიპოვა ეს ტიტული.

მაიკლ ჯორდანი საბურთალოშია
ჩანაწერი

მაიკლ ჯორდანი საბურთალოშია

კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს ბეისბოლიც უთამაშია, მაგრამ იგივე სახელის კაცი თუ ფეხბურთსაც ითამაშებდა და ისიც საქართველოში, არ გვეგონა. მაიკლ ჯორდან ნკონოლომ „საბურთალოსთან“ ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და „ორენბურგთან“ ამხანაგურ მატჩში 15 წუთიც ითამაშა. 28 წლის წარმოშობით კონგოელი და საფრანგეთის მოქალაქე შემტევი ნახევარმცველია. კარიერის საუკეთესო წლები „კაენში“ აქვს გატარებული. უთამაშია ხორვატიაში, რუმინეთში… ბოლოს ლატვიურ „რიგაში“ იყო....

ლებრონ უნიკალური
ჩანაწერი

ლებრონ უნიკალური

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც NBA-ს ლეგენდები, ქარიმ აბდულ ჯაბარი და მაიკლ ჯორდანიც ვერ შეწვდნენ. ელჯეიმ, „დეტროიტ პისტონსთან“ (135:129) მოგებულ მატჩში, 33 ქულა დააგროვა და 801-ე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 25 ქულაზე მეტი ჩააგდო. შედეგად, ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ მხრივ 800-მატჩიან ზღურბლს გადააბიჯა. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან სწორედ ზემოთ...

ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს
ჩანაწერი

ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს

„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა ყოფილი შეგირდის, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და მისი როლი კალატბურთის ისტორიაში შეაფასა. – ყოველთვის მეკითხებიან ითვლება თუ არა ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად. ჩემი შეხედულებით, საუკეთესოდ ერთი კალათბურთელის აღიარება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება, მინიმუმ არასერიოზულია. ვფიქრობ, 60-იან წლებში ასეთები იყვნენ უილტ ჩემბერლენი...

ლეიკერსმა თასი დაინახა
ჩანაწერი

ლეიკერსმა თასი დაინახა

NBA-ს მეჩვიდმეტედ ჩემპიონობამდე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ერთი მოგება აშორებს და თუ იპირველებს ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ „ბოსტონ სელტიკსს“ გაუთანაბრდება. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102:96 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე...

ლებრონის მუზა: კარგი ღვინო
ჩანაწერი

ლებრონის მუზა: კარგი ღვინო

მოგეხსენებათ, NBA-ს ფინალური ეტაპი ორლანდოში ტარდება და კალათბურთელებს დროებითი საცხოვრებლები აქვთ ნაქირავები. ჰოდა, სოცქსელების დიდი მოყვარული ლებრონ ჯეიმსის საცხოვრისის კადრები დიდი განსჯის საგანი გახდა. ფოტოებზე კალათბურთის ლეგენდას აღდგენითი პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკის, ტელევიზორების და ნოუთბუქების გარდა, ღვინის 19 ბოთლიც დაუთვალეს. ლებრონი არც მალავს საკუთარ მისწრაფებას: „მე საუკეთესო კალათბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ საუკეთესო სასმელს ვსვამ“. ლებრონისთვის ღვინო...

კავაიმ ჯორდანი გაიმეორა
ჩანაწერი

კავაიმ ჯორდანი გაიმეორა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „დენვერ ნაგითსთან“ (120:97) 29 ქულა დააგროვა და „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. სადღეისოდ, ჯორდანი და ლეონარდი არიან კალათბურთელები, რომლებსაც NBA-ს ფლეი ოფის საწყის 7 მატჩში 29 ქულაზე ნაკლები არ გაუკეთებიათ. სერიაში „კლიპერსი“ დაწინაურდა (1:0), მომდევნო მატჩს გუნდები 6 სექტემბერს გამართავენ და...