მოგეხსენებათ, NBA-ს ფინალური ეტაპი ორლანდოში ტარდება და კალათბურთელებს დროებითი საცხოვრებლები აქვთ ნაქირავები. ჰოდა, სოცქსელების დიდი მოყვარული ლებრონ ჯეიმსის საცხოვრისის კადრები დიდი განსჯის საგანი გახდა. ფოტოებზე კალათბურთის ლეგენდას აღდგენითი პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკის, ტელევიზორების და ნოუთბუქების გარდა, ღვინის 19 ბოთლიც დაუთვალეს.
ლებრონი არც მალავს საკუთარ მისწრაფებას: „მე საუკეთესო კალათბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ საუკეთესო სასმელს ვსვამ“.
ლებრონისთვის ღვინო ისეთივე ატრიბუტად იქცა, როგორც მაიკლ ჯორდანისთვის სიგარა. ლებრონი სანაძლეოსაც კი მხოლოდ ღვინოზე დებს. საუკეთესო მეგობარ დუეინ უეიდთან ბევრი „ღვინის საღამო“ აქვს გატარებული, მაგრამ რამდენჯერაც „გაუმაზა“, იმდენჯერ წააგო.
ჯეიმსს არც დრემონდ გრინთან გაუმართლა – 2500 დოლარად ღირებული ბოთლი წააგო. ეს ღვინო სტენ კრონკეს – ლონდონის „არსენალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო „დენვერ ნაგეთსის“ მფლობელის მეურნეობაში მზადდება და ამერიკული ღვინის ელიტად ითვლება.
ყველაზე სამახსოვრო პერფორმანსი ლებრონმა 2018 წელს მოაწყო – „კლიპერსთან“ მატჩზე ღვინის ბოკალით მივიდა. ის ხომ მეფეა. მეფეს კი ყველაფერი ეპატიება.
P.S. ლიგის ფინალის პირველ შეხვედრაში ლებრონის „ლეიკერსმა“ მისივე ყოფილი „მაიამი“ 116:98 გაანადგურა, ჯეიმსს კი სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა (25+13+9). პროტოკოლი ალკოტესტს არ ითვალისწინებს და ვერ გეტყვით, იგემა თუ არა მატჩის წინ საყვარელი სასმელი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
