მოგეხსენებათ, NBA-ს ფინალური ეტაპი ორლანდოში ტარდება და კალათბურთელებს დროებითი საცხოვრებლები აქვთ ნაქირავები. ჰოდა, სოცქსელების დიდი მოყვარული ლებრონ ჯეიმსის საცხოვრისის კადრები დიდი განსჯის საგანი გახდა. ფოტოებზე კალათბურთის ლეგენდას აღდგენითი პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკის, ტელევიზორების და ნოუთბუქების გარდა, ღვინის 19 ბოთლიც დაუთვალეს. ლებრონი არც მალავს საკუთარ მისწრაფებას: „მე საუკეთესო კალათბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ საუკეთესო სასმელს ვსვამ“. ლებრონისთვის ღვინო...
