ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტ სტივენ ეი სმიტს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანის დაჩრდილვას.
„კარგად ვაცნობიერებ, რა დონის ფენომენია ლებრონი, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოებში მას მხოლოდ მეორე ადგილზე დავაყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ განცხადებით მას ჯვარზე ვაკრავ, მაგრამ რა ვქნა: მახსოვს, რა ფასად დაუჯდა ჯორდანს იმ სიმაღლეზე ასვლა, სადაც ავიდა და წლების განმავლობაში დარჩენა. არადა, კალათბურთი მაშინ გაცილებით რთული იყო. ჯორდანს ფინალური სერიების ანგარიში 6:0 აქვს. ყველა ფინალი მოიგო და ექვსივეჯერ MVP გახდა. შეიძლებოდა ანგარიში 8:0 ჰქონოდა, რომ არა მამის უეცარი გარდაცვალება და კალათბურთიდან დროებით წასვლა. ჩემი აზრით, მაიკლ ჯორდანის დაჩრდილვა უბრალოდ შეუძლებელია“, – თქვა სტივენ ეი სმიტმა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
