29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.
ჭდე: მაიკლ ჯორდანი
Home
მაიკლ ჯორდანი
ჩანაწერი
11/04/2019 | 11:2019/05/2026 | 05:44გიო ახვლედიანის სვეტი
უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი – იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის, „იუტა ჯაზის“ 33 წლის ფორვარდი. მაიკლ ჯორდანი ექვსი თუ შვიდი პირველი ადგილით ჩამორჩა სოლტლეიკელ გოლიათს,...

