ჭდე: მაიკლ ჯორდანი

Home მაიკლ ჯორდანი
ლუკას რეკორდები
ჩანაწერი

ლუკას რეკორდები

სულ რაღაც 21 წლის არის ლუკა დონჩიჩი და უკვე ისტორიას წერს. სლოვენიელი კალათბურთელის დღევანდელი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს მომავალში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ვწერთ. „დალას მავერიქსის“ მცველი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინაც სამმაგი დუბლი 40-ზე მეტ ქულასთან ერთად მოაგროვა. დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13...

ბრაიანტმა ოცნება ვერ აისრულა
ჩანაწერი

ბრაიანტმა ოცნება ვერ აისრულა

ლეგენდარული კალათბურთელების, მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ყოფილი მწვრთნელი ტიმ გროვერი ჰყვება, თუ რა განსხვავება იყო ამ ორ დიდებულ კალათბურთელს შორის. მან ხაზი გაუსვა მათ მიდგომას სავარჯიშო პროცესისადმი. „მაიკლმა ყოველთვის იცოდა სად უნდა გაჩერებულიყო. კობის შემთხვევაში სიტყვა გეყოფა ნიშნავდა, რომ გეყოფა ამ მომენტში, რადგან სამი საათის შემდეგ მასთან ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა“, – განაცხადა გროვერმა....

NBA გზაშია
ჩანაწერი

NBA გზაშია

NBA მალე კი დაბრუნდება, მაგრამ შეცვლილი ფორმატით. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიგის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება. ფორმატთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და 16 გუნდი საუკეთესოს ვინაობას პირდაპირ ფლეი ოფში გაარკვევს. 2. დარბაზებს 20...

საუკეთესო უნივერსალს სჯობს
ჩანაწერი

საუკეთესო უნივერსალს სჯობს

ბოლო დროს, საკალათბურთო სამყაროში დიდი ხმაურია ატეხილი – ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ისტორიაში? ცხადია, საუბარი ორ კალათბურთელზეა – ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანზე. კამათში ჩაერთო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი, არანაკლები ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. „პირველ ყოვლისა, ლებრონის ღირსებებს ნუ დავაკნინებთ. ჯეიმსი უდიდესი კალათბურთელია. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტიც, თუ ვისაუბრებთ ფართო დიაპაზონის...

მკვლელები
ჩანაწერი

მკვლელები

ვისაც 1992 წლის ოლიმპიური თამაშები ახსოვს, ალბათ არასდროს დაავიწყდება ამერიკის საკალათბურთო ნაკრები. ეს იყო დაუვიწყარი გუნდი – ალბათ, ყველა დროის საუკეთესო… მართლაც რომ „დრიმ თიმი“… ეს იყო მაგარი ბიჭების გუნდი, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს არ ახარებდა, მოედანზევე კლავდა. პირველმა „დრიმ თიმმა“ 8 თამაში გამართა, ცხადია, ყველა მოიგო. საშუალოდ  43,8 ქულის სხვაობით: ყველაზე დიდი სხვაობა ანგოლასთან დაფიქსირდა...

სინდის ჩრდილი
ჩანაწერი

სინდის ჩრდილი

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ტელეეთერით ჯერ კიდევ როდის ატარებდა დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს და თავისი მომხიბვლელობით ბევრს შეაყვარა თავი. ახლახან კი 54 წლის სინდი ჩვეულად მშვენიერ ფორმაში ისევ გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე. სინდი კროუფორდი კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელი არის. ამის დასტურად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ჩიკაგო ბულსის“ მაისურა აცვია და ნახტომში ბურთს კალათში აგდებს. ამასთან, ცდილობდა ეს ყველაფერი...

9 საბედისწერო გასროლა
ჩანაწერი

9 საბედისწერო გასროლა

ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა – მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო. არ ჩაითვალა ტყორცნები, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არ ჩაითვალა არც ის ტყორცნები, რომლის შემდეგაც ტაბლოზე...

პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
ჩანაწერი

პირველი მილიარდერი ფეხბურთელი

მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ...

ლებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა
ჩანაწერი

ლებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა

„დალასთან“ მატჩამდე „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიერის მანძილზე თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს ოდენ 10 ზუსტი ტყორცნით ჩამორჩებოდა. მაიკლმა 12 192 ბურთი ჩააგდო. ლებრონმა დასახული გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და „დალასს“ თამაშიდან 14-ჯერ ჩაუგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 35 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი შეადინა, „ლეიკერსმა“ კი 129:114 იმარჯვა. ლებრონმა ჯორდანდ კი გადაუსწრო, თუმცა ყველა...

რეკორდი
ჩანაწერი

რეკორდი

გოგა ბითაძის ახლახანს დაწყებული ამერიკული ზღაპარი, უფრო უკეთესად გრძელდება. ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირადი რეკორდების გაუმჯობესებასაც ახდენს. „შარლოტათან,“ რომლის მფლობელიც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი გახლავთ, „ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველი ცენტრი წინა მატჩებთან შედარებით უხვქულიანობით ვერ გამოირჩა, სამაგიეროდ მოედანზე თითქმის 32 წუთი დაჰყო, რაც ერთ მატჩში, ერთი მოთამაშისთვის საკმაოდ ბევრია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ...