პირველი მილიარდერი ფეხბურთელი

Home აქეთურ-იქითური პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას.
მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ ბარიერს გადალახავს. გასულ სეზონში „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ რონალდუზე მეტი იშოვა, მაგრამ საკარიერო მონაგარით პორტუგალიელი ლიდერობს, რასაც პირველ რიგში, მსუყე სარეკლამო კონტრაქტებს უნდა უმადლოდეს.
მილიარდამდე ბევრი აღარ დარჩა შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს, რომელიც 38 წლის ასაკში მეტოქეებთან და ასაკთან ერთნაირი წარმატებით იბრძვის.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".