ეს ჩვენთან არ არის პოპულარული, თორემ ინგლისურენოვან სამყაროში გოლფი მილიონობით ადამიანის საყვარელი სახეობაა და ფული, რომელსაც მეგოლფეებს უხდიან ფეხბურთელებს არც დაესიზმრებათ. აი, ასეთი სახეობის ლეგენდაა ტაიგერ ვუდსი, რომელიც საჭეს „კაიფში’’ მიუჯდა და „ლენდ როვერი’’ გადაუყირავდა. ეს ამბავი ფლორიდაში, მის სახლთან ახლოს მოხდა. ვუდსი დაპატიმრებულია. ჯერჯერობით არაფერს წერენ იმის შესახებ, დაშავდა თუ არა ამერიკული სპორტის ლეგენდა....
ჭდე: ტაიგერ ვუდსი
ყველაზე, ყველაზე…
პოპულარულმა გამოცემა Sportico-მ გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია სპორტის ისტორიაში. ტოპ 50-მა სპორტსმენმა ჯამში 50 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ – 35,5 მილიარდი. რეიტინგში 9 სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი მოხვდა 17 ქვეყნიდან. ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-დან არის – 12 კალათბურთელი. ტოპ 50-ში ერთადერთი ქალი ფიგურირებს – ლეგენდარული ამერიელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი (40 ადგილი, 630 მილიონი)....
რა ღირს მესის ცრემლი?
არგენტინელი ფენომენის ბარსელონური ეპოქა ცრემლებით და სამუდამო სიყვარულის მტკიცებით დასრულდა. რაღაც უცხო განცდა დაგვეუფლა. ამ ცრემლებამდე მაინც გვჯეროდა, რომ საწაული მოხდებოდა. ეს ჩვენ და აბა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მესი და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არც უნახავს. ლეოს წასვლით გადაიფარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასული სეზონის დასრულებასთან ერთად მესიმ გადალახა მილიარდ დოლარიანი ბარიერი – ის გახდა მეოთხე...
პირველი მილიარდერი
Forbes-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პირველი მიალიარდერი ფეხბურთელია. 35 წლის ფეხბურთელის კაპიტალმა ახლახან გადააჭარბა მილიარდ ამერიკულ დოლარს. რონალდუ გახდა მესამე სპორტსმენი, რომლის ფინანსურმა შემოსავლებმა ამ ზღვარს უწია. მანამდე მილიარდიან ნიშნულს ზემოთ გოლფის ვარსკვლავის ტაიგერ ვუდსისა და მოკრივე ფლოიდ მეივეზერის ქონება იყო. ამ თანხიდან 650 მილიონი დოლარი რონალდუმ ხელფასის სახით მიიღო,...
პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ...




